1.თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის საერთო ფართობი შეადგენს 10 275 ჰექტარს.
2.თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს მდინარეების: პირიქითის ა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებისა და ჭანჭახოვნის ხეობებს, კერძოდ, თუშეთის (გომეწრის) ალაზნის სათავეებს და მისი ხეობის მარჯვენა ფერდობის უმეტეს ნაწილს – დეკიანი კომპლექსებისა და სუბალპური არყნარების გავრცელების არეალებს, პირიქითის ალაზნის ქვემო დინებას, მაკრატელას ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს და მის მიმდებარე ფიჭვნარ ტყეებს, ჭანჭახოვნის ხეობის მარჯვენა ფერდობს ნახიდურის ხევის და მდინარე ხისოს წყლის შეერთების ადგილიდან ჭალას ხევის და მდინარე ხისოს წყლის შეერთების ადგილამდე. ნაკრძალი მოიცავს სოფლების: ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთის და ხისოს მიმდებარე ტყიანი მასივების ნაწილ ებ ს, პირიქითის ა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნების შეერთების ადგილიდან რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე მდინარის მარჯვენა ფერდობებზე არსებულ ტყის მასივებს.
