1.მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მცირე კავკასიონის შავშეთის ქედსა და მის განშტოებებზე. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მოიცავს მდინარე მაჭახელას ხეობას. მისი სამხრეთი საზღვარი მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე, აღმოსავლეთი საზღვარი მცირე მანძილზე მიუყვება თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ჩრდილოეთი საზღვარი მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს, ხოლო დასავლეთი საზღვარი − მდინარე მაჭახელასა და სოფელ კირნათის საზღვარს.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
