„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 10. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს: ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს; ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს; გ) მინიმალური პაის ღირებულებას; დ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4495); ე) ამ კანონის 13 3 მუხლის შესაბამისად მოგების განაწილების წესს; ვ) ზარალის განაწილების წესს; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერთვალდებულებების წერილობით გაფორმების წესს; თ) კოოპერატივის დაშლისა და მისი დაშლის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილების წესს; ი) კოოპერატივში ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიღების წესს; კ) კოოპერატივის სამართლებრივი მართვის სტრუქტურას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სავალდებულო სარეზერვო ფონდში შესატანი თანხა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების 15%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში (არაუგვიანეს 1 მარტისა) უნდა განხორციელდეს.
