კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 26. ძეგლის დაშლა, გადაკეთება, გადაადგილება, დანაწევრება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.

2.უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას.

3.უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად არსებობს ძეგლის გამოუსწორებელი დაზიანების ან განადგურების საფრთხე; ბ) არსებობს მისი გადაადგილების მომეტებული საჯარო ინტერესი, გარდა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისა.

4.უძრავი ძეგლის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველ გარემოსთან შეძლებისდაგვარად მიმსგავსებულ გარემოში, ავთენტიკური მასალის გამოყენებით მისი რეკონსტრუქციის გზით, თავდაპირველი სახით აღდგენის პირობით.

5.უძრავი ძეგლი გადაადგილებისას და მის შემდეგ ინარჩუნებს ძეგლის სტატუსს.

6.აკრძალულია მოძრავი ძეგლის გადაკეთება ან დანაწევრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ძეგლის შენარჩუნებისათვის ან რეაბილიტაციისათვის.

7.(ამოღებულია - 06.09.2013, №1075). საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომელიც თბილისში განლაგებულ ძეგლებს ამ მუხლის მოქმედებიდან გამორიცხავდა, ამოღებულია.

  2. 26-ე მუხლის პირველ პუნქტში გამონაკლისთა მითითებიდან ამოღებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტი და დარჩა მხოლოდ 26¹ და 26² მუხლები.

  3. 26-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომლითაც მუხლის მოქმედება გამოირიცხა თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლებისათვის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24257259²259⁴17132313489¹617826
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს სისხლის სა…დაცული ტერიტორიების სი…საგზაო მოძრაობის შესახ…სახელმწიფო მნიშვნელობი…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა