კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 25. ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ტიპები და სახეები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ტიპებად: ა) კვლევითი სამუშაოები – სამეცნიერო-საძიებო და პრაქტიკული სამუშაოები, რომელთა მიზანია ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, მისი მდგომარეობის, დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოები – ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა.

2.უძრავ ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის სამუშაოები: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია; ზ) უძრავი ძეგლის ცვლილება.

3.მოძრავ ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის სამუშაოები: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია.

4.არქეოლოგიურ ძეგლზე ან სხვა სახეობის ძეგლის განამარხებულ ფრაგმენტზე კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით ასევე შეიძლება ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები.

5.არქეოლოგიურ ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოების ფარგლებში ასევე შეიძლება ჩატარდეს ამ კანონით ძეგლის მიმართ განსაზღვრული საკონსერვაციო, გაწმენდითი და სარესტავრაციო სამუშაოები.

6.ძეგლის დაკარგული ფორმების, ფრაგმენტებისა და ელემენტების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ძეგლის რესტავრაციის ან რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღსადგენი ფორმების, ფრაგმენტებისა და ელემენტების სრული იდენტიფიკაციის შემთხვევაში, ზუსტ მეცნიერულ მონაცემებზე დამყარებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. დაუშვებელია დოკუმენტური მასალისა და სამეცნიერო კვლევის უგულებელყოფა.

7.კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილ ობიექტზე, მასზე ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარების, ასევე ობიექტის ჯერ კიდევ გამოუვლენელი, ისტორიული ან კულტურული ღირებულების მქონე ელემენტების შესაძლო დაზიანების ან განადგურების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია მხოლოდ დაზვერვითი, გაწმენდითი, არქეოლოგიური და პრევენციული კონსერვაციის სამუშაოების ჩატარება.

8.ძეგლზე სამუშაოების ჩატარების მეთოდოლოგია და წესი დგინდება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის სამუშაოთა ჩამონათვალს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი — უძრავი ძეგლის ცვლილება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10586259¹4710114920294525
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…განსაკუთრებული მნიშვნე…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სისხლის სა…მუზეუმების შესახებდაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა