სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 4)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, ასევე იურიდიული პირი; ბ) უფლებამოსილი პირი – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურე; გ) დაშვებული საქმიანობა – სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო კველევითი, ტურისტული, სამშენებლო, სანადირო, სათევზაო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა; დ) შეტყობინება – სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქმიანობის ხასიათის, მონაწილეთა რაოდენობის, გამოყენებული სარეწი და სხვა სახის ხომალდების, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებების, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილისა და დროის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება; ე) საშვი – დაშვებული საქმიანობის განსახორციელებლად სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების შესახებ დადგენილი წესით გაცემული მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტი; ვ) საშვის მაძიებელი – სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში დაშვებული საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების სურვილის მქონე პირი.

2.ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში დაშვებული საქმიანობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 9 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2013 – 9 სექ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228271 (და…4 (და…29 (დ…2362113 (დანართი 4)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სახელმწიფო…უცხოელთა და მოქალაქეობ…უცხოეთის აგენტების რეგ…საქართველოს საბაჟო კოდ…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა