Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკერძო დაცვითი საქმიანობის შესახებმუხლი 2

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:ტელემედიცინათავდაცვის შესყიდვებიინტელექტუალური საკუთრების შეფასებაუსაფრთხოების კონტრაქტებიპოლიტიკის შემუშავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კერძო დაცვითი საქმიანობა (შემდგომ – დაცვითი საქმიანობა) – ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე და რომელიც: ა.ა) მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების), აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ; ა.ბ) მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას; ბ) დაცვის ობიექტი – ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უძრავი ან მოძრავი ნივთი, ცალკეული ღონისძიება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს კერძო დაცვითი ორგანიზაცია; გ) კერძო დაცვითი ორგანიზაცია (შემდგომ – დაცვითი ორგანიზაცია) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული, დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია; დ) დამკვეთი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციას გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვეთავს ობიექტის დაცვას; ე) დაცვა – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია დაცვის ობიექტის შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოჩენისა და აღმოფხვრისაკენ; ვ) დაცვითი ტექნიკური საშუალებები – დაცვის ობიექტის თვალთვალის ტექნიკური საშუალებები ან/და საგანგაშო სიგნალიზაციის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის დაცვას; ზ) მცველი – 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ობიექტის დაცვას და რომელზედაც გაცემულია მცველის მოწმობა; თ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია (შემდგომ – ლიცენზია) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე დაცვითი საქმიანობის განხორციელების უფლებას; ი) შეტყობინება – მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ფორმით იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) პორტალზე და რომლებიც ადასტურებს ცალკეული უძრავი ნივთების, ღონისძიებების ან ფიზიკური პირების (მათ შორის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის) დაცვის, ცალკეულ ობიექტებზე დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის განხორციელების ფაქტს. აღნიშნულ პორტალზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შეტყობინება იგზავნება წერილობით; კ) ლიცენზიის გამცემი − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“; ლ) ლიცენზიის მაძიებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც სურს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის აღება; მ) იარაღი – გაზის (აირის) იარაღი, ცივი იარაღი, ელექტროშოკური მოწყობილობა; ნ) სპეციალური საშუალებები – ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი; ო) უძრავი ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლით განსაზღვრული უძრავი ნივთი, ხაზობრივი ნაგებობა, მშენებარე ობიექტი. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №453 – ვებგვერდი, 10.04.2025წ. თავი II. დაცვითი საქმიანობის ლიცენზირება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 10 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10 აპრ. 2025

    მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტში „იარაღის“ განმარტება ახლა მოიცავს „გაზის (აირის) იარაღს“, ცივ იარაღსა და ელექტროშოკურ მოწყობილობას; ცალკე დასახელებული „პნევმატური“ ჩამონათვალიდან ამოვარდა.

  2. 31 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2019

    მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში შეტყობინება განისაზღვრა როგორც „112“-ის პორტალზე ელექტრონულად გაგზავნილი მონაცემები, ხოლო „კ“ ქვეპუნქტში ლიცენზიის გამცემად დასახელდა ცენტრი „112“.

  3. 20 დეკ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პირადი ტექნიკის გამოყენების წესი (BYOD)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამრეწველო დიზაინის და სასარგებლო მოდელის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვის მომსახურების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • დომენის სახელების დავებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №7

  • 3 ცვლილება · ბოლო 10 აპრ. 2025
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4საქართველოს სამოქა… 149

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 10დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა
  • 13დაცვითი ორგანიზაციის უფლებები

დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13²ტერმინთა განმარტება

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კულტურის შესახებ

  • 5ძირითადი ტერმინები

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 3

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23411013322514913²2 (და…22
მითითებამნიშვნელობით ახლოსკერძო დაცვითი საქმიანო…საქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს გარემოს და…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026