Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებმუხლი 14

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

მუხლი 14

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹34567

1.ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ ეროვნული არქივი და მისი ტერიტორიული ორგანოები – რეგიონული და ადგილობრივი არქივები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.

2.ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება აქვთ: ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას; ბ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივს; გ) საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს; დ) საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და სხვა მუზეუმებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს; დ 1 ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს − სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის დოკუმენტებისა; ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს − ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტებისა; ე 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; ე 2 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს; ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს − ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა; ზ) კერძო არქივებს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოებისა და დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტებისა; თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს – ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის სფეროში პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოქიმიური ინფორმაციისა, ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ მონაცემებისა, საწარმოო მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტებისა.

2¹.კერძო არქივების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ეროვნული არქივი. კერძო არქივების ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირი უარს განაცხადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მუდმივად შენახვაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი გადასცეს ეროვნულ არქივს. დოკუმენტის გადაცემის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

4.საზოგადოებრივ ორგანიზაციას, პოლიტიკურ გაერთიანებას, იურიდიულ პირს, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს შეინახოს ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ იგი უზრუნველყოფს მის დაცვას.

5.ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობებს განსაზღვრავს ეროვნული არქივი და ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.

6.ამ მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 პუნქტში (გარდა მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა) ჩამოთვლილ პირებს ეკრძალებათ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება.

7.ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №201 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.125 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4070 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.460 საქართველოს 2011  წლის 11 მარტის კანონი №4396 -ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი,01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 ოქტომბრის კანონი №5141 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის  8 მაისის კანონი №6161 - ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის  22 ივნისის კანონი №6539 - ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №457 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3968 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4549 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1699 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3038 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6882 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №341 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3134 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3828 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №98 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №265 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №559 – ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №674 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1113 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ ეროვნული არქივი და მისი ტერიტორიული ორგანოები – რეგიონული და ადგილობრივი არქივები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. 2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება აქვთ: ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას; ბ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივს; გ) საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს; დ) საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და სხვა მუზეუმებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს; დ 1 ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს − სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის დოკუმენტებისა; ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს − ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტებისა; ე 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; ე 2 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს; ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს − ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა; ზ) კერძო არქივებს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოებისა და დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტებისა; თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს – ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის სფეროში პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოქიმიური ინფორმაციისა, ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ მონაცემებისა, საწარმოო მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტებისა. 2 1 . კერძო არქივების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ეროვნული არქივი. კერძო არქივების ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირი უარს განაცხადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მუდმივად შენახვაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი გადასცეს ეროვნულ არქივს. დოკუმენტის გადაცემის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. 4. საზოგადოებრივ ორგანიზაციას, პოლიტიკურ გაერთიანებას, იურიდიულ პირს, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს შეინახოს ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ იგი უზრუნველყოფს მის დაცვას. 5. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობებს განსაზღვრავს ეროვნული არქივი და ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. 6. ამ მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 პუნქტში (გარდა მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა) ჩამოთვლილ პირებს ეკრძალებათ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება. 7. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №201 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.125 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4070 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.460 საქართველოს 2011  წლის 11 მარტის კანონი №4396 -ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი,01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 ოქტომბრის კანონი №5141 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის  8 მაისის კანონი №6161 - ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის  22 ივნისის კანონი №6539 - ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №457 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3968 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4549 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1699 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3038 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6882 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №341 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3134 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3828 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №98 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №265 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №559 – ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №674 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1113 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 21

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 28 ნოე. 2025

    მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამინისტროზე მიკუთვნება შეიცვალა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან კულტურის სამინისტროზე და ცენტრის სახელწოდებას დაემატა სიტყვა „საქართველოს“.

  2. 30 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  3. 16 მაი. 2025
  4. 10 მარ. 2025· გამოქვეყნდა 6 თებ. 2025

    მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მუდმივი შენახვის უფლების მქონე ბიბლიოთეკა ახლა დასახელებულია როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს პარლამენტის მითითების გარეშე.

  5. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024
  6. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  7. 27 ივნ. 2023
  8. 18 მარ. 2021
  9. 28 ივლ. 2020
  10. 11 ივლ. 2018
  11. 14 დეკ. 2017
  12. 13 ივლ. 2016
  13. 8 დეკ. 2015
  14. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  15. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    „ე“ ქვეპუნქტში შეიცვალა სამინისტროს დასახელება და გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაემატა გეოლოგიური ფონდის დოკუმენტები; „თ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დოკუმენტების შემნახველად ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განისაზღვრა ნავთობისა და გაზის სფეროს გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოქიმიური ინფორმაციისთვის.

  16. 25 მაი. 2012

    მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში სააგენტოს დასახელებიდან ამოღებულია „ტექნიკური რეგლამენტების“; ქვეპუნქტი ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებს სააგენტოს ახალი დასახელებით ასახელებს.

  17. 1 ნოე. 2011· გამოქვეყნდა 31 ოქტ. 2011

    მე-14 მუხლში „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ე¹“ ქვეპუნქტი, რომელიც ჩამონათვალში ასახელებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს.

  18. 17 მარ. 2011

    „ე“ ქვეპუნქტში შეიცვალა სამინისტროს სახელწოდება და გეოლოგიური ფონდი ამოვიდა გარემოს ეროვნული სააგენტოს შესანახი ფონდებიდან. დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ბუნებრივი რესურსების სააგენტო ინახავს წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის დოკუმენტებს, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მასალების გარდა.

  19. 24 დეკ. 2010

    მე-14 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში სააგენტოს სამინისტროსთან კუთვნილების ფორმულა „მმართველობის სფეროშიდან“ „სისტემაზე“ შეიცვალა, ხოლო სააგენტოს დოკუმენტთა ჩამონათვალიდან ამოღებულია გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დოკუმენტები.

  20. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2009

    პირველ პუნქტში ამოღებულია ადგილობრივი არქივების მოხსენიება; მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი და 2¹ პუნქტი კერძო არქივებზე ეროვნული არქივის კონტროლის შესახებ.

  21. 1 აგვ. 2008· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში ორი ცენტრის ნაცვლად დოკუმენტების მუდმივი შემნახველი ახლა გარემოს ეროვნული სააგენტოა, რომელსაც გეოლოგიური, გეოდეზიურ-კარტოგრაფიული და ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდების დოკუმენტები გადაეცემა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №27

  • 21 ცვლილება · ბოლო 28 ნოე. 2025
  • 23 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

  • 17
  • 3
  • 6

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 6საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში
  • 4კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები

კულტურის შესახებ

  • 24სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ვალდებულება საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, საარქივო და სხვა ფონდების დაცვისა და განვითარებისათვის

დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

  • 17საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდების მფლობელები
  • 21ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ

  • 1ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 40აქტებისა და სხვა დოკუმენტების შენახვა

საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

  • 37განსაკუთრებული მნიშვნელობის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64173624371401172114
მნიშვნელობით ახლოსეროვნული საარქივო ფონდ…კულტურული მემკვიდრეობი…კულტურის შესახებდოკუმენტის სავალდებულო…საქართველოს პარლამენტი…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026