საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

მუხლი 37. განსაკუთრებული მნიშვნელობის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო და არასახელმწიფო საბიბლიოთეკო ფონდების განსაკუთრებული მნიშვნელობის ფასეულობანი შეტანილია საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ნუსხაში და განსაკუთრებული დაცვის ობიექტს წარმოადგენს.

2.სავალდებულო ეგზემპლარებით და განსაკუთრებით ფასეული, იშვიათი დოკუმენტებით შედგენილი საბიბლიოთეკო ფონდი ქვეყნის კულტურული საკუთრებაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გამოცხადდეს ისტორიისა და კულტურის ძეგლად. ამგვარი ფონდის გამოყენების, შენახვისა და დაცვისათვის წესდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული რეჟიმი.

3.თუ ბიბლიოთეკა ვერ უზრუნველყოფს ისტორიისა და კულტურის ძეგლად გამოცხადებული ფონდის დაცვისა და სარგებლობის საჭირო პირობებს, ასეთი ფონდი შეიძლება გადაეცეს სხვა ბიბლიოთეკას ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს წარდგენით.

4.იმ ბიბლიოთეკის ლიკვიდაცია, რომელიც ისტორიისა და კულტურის ძეგლებად რეგისტრირებულ ფონდებს ფლობს, დასაშვებია მხოლოდ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს ნებართვით ამ ფონდების შემდგომი დაცვისა და სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

5.მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების მნიშვნელობის ტოლფასოვანი გამოცემები და კოლექციები, მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვთ ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3542623133241122316837
მნიშვნელობით ახლოსკულტურის შესახებსაქართველოს პარლამენტი…საბიბლიოთეკო საქმის შე…მუზეუმების შესახებკულტურულ ფასეულობათა ს…ეროვნული საარქივო ფონდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა