1.რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში რეპატრიანტს რეპატრიანტის სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმის შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2.რეპატრიანტს რეპატრიანტის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) მის მიერ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში; გ) (ამოღებულია – 01.12.2009, №2204); გ 1 ) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული დადგენილებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში; გ 2 ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში; დ) თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამოვლინდა გარემოება, რომელიც ამ სტატუსის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებაა; ე) თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამოვლინდა, რომ პირმა შეგნებულად წარადგინა არასწორი ან არასრული ინფორმაცია რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად; ვ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ზ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში; თ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
3.რეპატრიანტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3071 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.172 საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2321 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3102 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

