ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

მუხლი 11. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 აპრილამდე მიიღოს დადგენილება „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“, რომელიც გამორიცხავს რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას. აღნიშნული დადგენილების პროექტის მომზადება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

2.საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მიზნებისათვის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის ფორმის დადგენა.

3.საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მიზნებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის ფორმის დადგენა.

4.საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების მიღების ორგანიზებისათვის და მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 10 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101295161917124711430²32²11
მითითებამნიშვნელობით ახლოსყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ოკუპირებულ…საქართველოს მოქალაქეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა