საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 191. შემთხვევები, როდესაც საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 187-ე მუხლითა და 189-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საქონლის იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ვალდებული პირი დაამტკიცებს, რომ ამ კოდექსის 45-ე–47-ე მუხლებითა და 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი, თავისუფალი ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანასთან, დროებით შენახვასთან და შესაბამისი საბაჟო რეჟიმის პირობებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად საქონლის მთლიანად განადგურებით ან გაფუჭებით. ამ მუხლის გამოყენების მიზნით საქონელი გაფუჭებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება.

2.იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ იგი გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ორგანოს თანხმობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსის 187-ე მუხლითა და 189-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საქონლის იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ვალდებული პირი დაამტკიცებს, რომ ამ კოდექსის 45-ე–47-ე მუხლებითა და 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი, თავისუფალი ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანასთან, დროებით შენახვასთან და შესაბამისი საბაჟო რეჟიმის პირობებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად საქონლის მთლიანად განადგურებით ან გაფუჭებით. ამ მუხლის გამოყენების მიზნით საქონელი გაფუჭებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება. 2. იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ იგი გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ორგანოს თანხმობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1016118718947192163¹29 (დ…12495162191
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ინტელექტუალურ საკუთრებ…თავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…