საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 12² (დანართი 1). მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, უცხოელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე)  ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის საბაზრო ღირებულების  დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება); ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2.მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლისა და შვილის/შვილების მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი; ე) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 სექ. 2014 – 11 ნოე. 2015 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
417151117161511 (დ…6 (და…9 (და…13⁹3812² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოში ბინადრობი…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…განსაკუთრებული მნიშვნე…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა