Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 16

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 16. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საინვესტიციო მიგრაციასამუშაო ნებართვებისპეციალური კატეგორიებიუცხოელი მუშახელიკორპორაციული მიგრაციაოჯახის გაერთიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონის მე-15 მუხლის: ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით; ა 1 ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 1 წლის ვადით; ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 წლის ვადით; გ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით; დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა, თუ უცხოელზე საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას საქართველოს მთავრობის წევრი წარადგენს, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით; [ დ 1 ) „ზ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თითოეულ ჯერზე 2 წლით, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა. 5 წლის გასვლის შემდეგ ქორწინების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ე) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია შეინარჩუნოს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 1 3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ვ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და მისი მოქმედების ვადა თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლით. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით; თ) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით.

2.განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. [ 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „დ 1 “, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3-3 წლით, არაუმეტეს 12 წლამდე.

4.მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

5.უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე და რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და უნდა წარუდგინოს მას ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ბრუნვა, ხოლო იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის მე-5 წლის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (შემდგომ − საჯარო რეესტრი) უნდა წარუდგინოს მას ცნობა ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მასზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 1 3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ.

6.თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4741 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მე-15 მუხლის: ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით; ა 1 ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 1 წლის ვადით; ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 წლის ვადით; გ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით; დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა, თუ უცხოელზე საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას საქართველოს მთავრობის წევრი წარადგენს, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით; [ დ 1 ) „ზ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თითოეულ ჯერზე 2 წლით, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა. 5 წლის გასვლის შემდეგ ქორწინების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ე) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია შეინარჩუნოს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 1 3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ვ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და მისი მოქმედების ვადა თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლით. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით; თ) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ე“ და „თ“  ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. [ 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის   „დ 1 “, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3-3 წლით, არაუმეტეს 12 წლამდე. 4. მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით. 5. უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე და რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და უნდა წარუდგინოს მას ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ბრუნვა, ხოლო იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის მე-5 წლის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (შემდგომ − საჯარო რეესტრი) უნდა წარუდგინოს მას ცნობა ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მასზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 1 3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ. 6. თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის  კანონი №3602  – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს  2019  წლის  30  მაისის  კანონი №4741  – ვებგვერდი,  05.06.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30  მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი  №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ. [მუხლი 16 1 . საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესები 1. ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განსახილველად იქმნება უწყებათაშორისი კომისია (შემდგომ – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენლები. 2. კომისია უფლებამოსილია ქორწინებაში მყოფი პირების ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დასადგენად მათ ჩაუტაროს გასაუბრება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. ქორწინებაში მყოფი პირები ვალდებული არიან კომისიას მისცენ ახსნა-განმარტება, წარუდგინონ ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება და დოკუმენტი, მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდნენ კომისიაში და კომისიას საჭიროებისამებრ მისცენ შესაძლებლობა, გადაამოწმოს შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია, მათ შორის, საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, კომისიაში გამოცხადებაზე, კომისიის მიერ საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებაზე ან მასთან თანამშრომლობაზე უარის სხვაგვარად განცხადება საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. 4. თუ კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება ფიქციურია, იგი შესაბამის საქმის მასალებს უგზავნის საგამოძიებო ორგანოს საქართველოს მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ამ მასალების ასლებს − საქართველოს პროკურატურას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოძიების დაწყებისას საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვის ვადა ჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დასადგენად გასაუბრების ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  3. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2025

    მე-16 მუხლში დაემატა „მ“ ქვეპუნქტის ნებართვის 3-წლიანი პირველადი ვადა (1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი) და ვადის გაგრძელების წესები მე-3 და 3¹ პუნქტებით.

  4. 13 აპრ. 2021

    მე-5 პუნქტის ბოლო ნაწილში ნებართვის მიღების აღმნიშვნელი ფორმულირება „მიიღო მან“ შეიცვალა ფორმულირებით „გაიცა მასზე“. პუნქტის შემდეგ „შენიშვნა:“ შეიცვალა მე-6 პუნქტის ნომრით „6.“.

  5. 5 ივნ. 2019

    16-ე მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი (5-წლიანი ვადა, წლიური ბრუნვის ინფორმაციის წარდგენა, ბრუნვის ზღვრები, უძრავი ნივთის შენარჩუნება) და მე-5 პუნქტი (უვადო ნებართვის მიღების წესი); მე-3 პუნქტში „თ“ ქვეპუნქტის ნაცვლად „ლ“ ქვეპუნქტის უვადო ნებართვაა მითითებული.

  6. 15 მაი. 2015

    მე-16 მუხლი ადგენს „კ“ მოკლევადიანი ნებართვის 1-წლიან ვადას და მის შეწყვეტას საკუთრების დაკარგვისას, ხოლო გაგრძელების წესს ავრცელებს მოკლევადიან ნებართვაზეც.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 16¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობა ინდივიდუალური მეწარმისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ფრილანსერებისთვის (ბრუნვის საფუძველზე)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა IT სპეციალისტებისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობის მოწმობის განახლება/გაგრძელება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №23

  • 6 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 10 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15მუხლი 21

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 14საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები
  • 15ბინადრობის ნებართვის სახეები
  • 19საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების განმეორებით წარდგენა

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 14 (დანართი 1)ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადები
  • 15 (დანართი 1)საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
  • 13 (დანართი 1)საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა - გადაწყვეტის წესი და ვადები

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5⁶ნებართვის მოქმედების ვადა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 15

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 29ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 32ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 5³ნებართვის მოქმედების ვადა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 14

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29325³5⁶15141521141914 (დ…15 (დ…13 (დ…16
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოში ბინადრობი…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს მოქალაქეთა…სამეწარმეო საქმიანობის…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026