საქართველოს კანონი

„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

3 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 18 ივლ. 2005
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1999 წლის 3 თებერვლის საქართველოს კანონი „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3(10), 1999 წელი, მუხ.15).

მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებამდე „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებები ძალას ინარჩუნებენ მხოლოდ ამ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2005 წლის 24 ივნისი. № 1776 – რს