Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის შესახებმუხლი 1

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 04.07.2014.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
თემები:DAO-ს ფორმირება და გაშვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი თვითმმართველობა – საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად; ბ) თვითმმართველი ერთეული – დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) (ამოღებულია); დ) დასახლება – მოსახლეობის განსახლების პირველადი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, აქვს ფუნქციონალური ინფრასტრუქტურა და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახლება შედის თვითმმართველი ერთეულის შემადგენლობაში ან თვითმმართველი ერთეულია. დასახლების კატეგორიებია: დ.ა) სოფელი – დასახლება, რომლის საზღვრებშიც მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გათვალისწინებული მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები ან/და რომლის ინფრასტრუქტურა ძირითადად ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე; დ.ბ) დაბა – არანაკლებ 3000 მოსახლისაგან შემდგარი დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც არსებობს სამრეწველო საწარმოები, კომუნალური მეურნეობა, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს, ამასთანავე, არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საკმარისი მიწის სავარგულები. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეთა რიცხვი 3000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი; დ.გ) ქალაქი – არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება, რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და ეკონომიკურ-კულტურული ცენტრია. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეთა რიცხვი 5000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა. ქალაქებს, მათთვის დაკისრებული სპეციფიკური ფუნქციებიდან და სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება მიენიჭოს სპეციალური სტატუსი; ე) მუნიციპალიტეტი – დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი; ვ) თვითმმართველი ქალაქი – ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი; ზ) ადმინისტრაციული ერთეული – თვითმმართველი ერთეულის ნაწილი, სადაც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო. ადმინისტრაციული ერთეულებია: ზ.ა) დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი); ზ.ბ) დასახლებათა გაერთიანება (თემი); ზ.გ) დასახლების ნაწილი (უბანი); თ) საკუთარი უფლებამოსილება – თვითმმართველი ერთეულის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით; ი) დელეგირებული უფლებამოსილება – სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით, კანონის თანახმად ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებლად გადაეცემა თვითმმართველ ერთეულს; კ) (ამოღებულია). საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №950 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.295 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №1135 - სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 25 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DAO-ს სტრუქტურის დიზაინი და მმართველობის მოდელისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 5 თებ. 2014 · №36

  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 2ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება
  • 3მუნიციპალიტეტები − თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი
  • 4მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 76ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები
  • 74ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები

მაუწყებლობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 6კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 6ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
227674262341631
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…მაღალმთიანი რეგიონების…საქართველოს კონსტიტუცი…მაუწყებლობის შესახებსოფლის მეურნეობისა და …საქართველოს საბიუჯეტო …