Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებმუხლი 3

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

მუხლი 3. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010
თემები:უძრავი ქონების საფუძველზე ბინადრობა (D5)მიწის ნაკვეთის შეფასებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაუძრავი ქონების დავებისაკვები და სასმელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისთვის, მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასყიდლიანი ფორმით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, აგრეთვე უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსასყიდლოდ, კერძო საკუთრებაში გადაცემა; გ) მიწის ნაკვეთი – მიწაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების გავრცელების კონკრეტული გეოგრაფიული ერთეული, რომელიც შემოისაზღვრება ერთი უწყვეტი წირით; დ) სხვა უძრავი ქონება – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები), მრავალწლიანი ნარგავები, რომლებიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან; ე) სპეციალური აუქციონი – აუქციონის ფორმა, რომლის მონაწილეთა მიერ ქონების შესასყიდი ფასის შეთავაზება ხდება ერთჯერადად, წერილობითი სახით. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის) ან დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. საკომლო წიგნში აღრიცხვა დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობით ან საკომლო წიგნიდან ამონაწერით; ვ) ღია აუქციონი – აუქციონის ფორმა, რომლის დროსაც ნებადართულია შესასყიდი ქონების ფასის მრავალჯერადი შეთავაზება. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს; ზ) საპრივატიზებო გეგმა – საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვების, საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის, ადგილმდებარეობის, ხარისხობრივი (კარგი/მწირი) მონაცემების, მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საწყისი ფასისა და ბეს შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა; თ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება – სახელმწიფოს მიერ პირდაპირი მიყიდვის გზით იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა მიწის ნაკვეთის მოიჯარისთვის, ასევე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გზით; ი) საკომლო წიგნი – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც ადასტურებს კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში პირთა ცხოვრებისა და კომლში წევრად ყოფნის ფაქტს. კ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გზით; ლ) ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – ამ კანონის მიღებამდე ან მიღების შემდგომ იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზედაც საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა ან მოიშალა. მ) პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზება საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე – უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის 4 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად უსასყიდლოდ საკუთრების უფლების გადაცემა. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრ ის კანონი №3877 - სსმ I, № 4 8, 22. 1 2.200 6 წ., მუხ. 3 19 საქართველოს 2007 წლის 2 6 ოქტომბრ ის კანონი № 5425 - სსმ I, № 38 , 14 .

11 .2007 წ., მუხ. 367 საქართველოს 2008 წლის 18 დეკემბრ ის კანონი №748 - სსმ I, №39, 24. 1 2.2008 წ., მუხ.246 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრ ის კანონი № 1943 - სსმ I, №3 5 , 19 .

11 .200 9 წ., მუხ. 248

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 19 ნოე. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 18 იან. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 9 აგვ. 2010
  2. 19 ნოე. 2009
  3. 24 დეკ. 2008
  4. 14 ნოე. 2007
  5. 22 დეკ. 2006
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო აუცილებლობისთვის გასხვისება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სარეკრეაციო და სატყეო მიწის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აგრარული მიწის ბაზრის კვლევა და ფასების ბენჩმარკინგისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 ივლ. 2010 · №9

  • 5 ცვლილება · ბოლო 9 აგვ. 2010
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 8სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრება
  • 4სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 1

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1224¹2123338433
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საკუთრებაში…სახელმწიფო საკუთრებაში…სასოფლო-სამეურნეო დანი…ფიზიკური და კერძო სამა…სოფლის მეურნეობისა და …სასოფლო-სამეურნეო კოოპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 ივლ. 2010 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026