Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 116¹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 116¹. თოვლმავლის/მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლმავლის/მოტოციგის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თოვლმავლის/მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლმავლის/მოტოციგის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ჩამოაშოროს თოვლმავლის/მოტოციგის მართვას და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.

2.უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, პოლიციელი ვალდებულია სამართალდამრღვევი თოვლმავლის/მოტოციგის მართვას ჩამოაშოროს. თუ თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას თოვლმავალი/მოტოციგა, სანამ არ მოხდება მისი იდენტიფიკაცია.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის სისხლში ეთანოლის 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს უფლება აქვს, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4790 – ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №509 · ძალაშია 10 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 31 დეკ. 1984 – 7 მარ. 2016 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  2. 11 ივლ. 2018

    ერთობლივი ბრძანების თანაავტორი მინისტრის სახელწოდებას დაემატა დევნილთა საკითხები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 116შემდეგი მუხლი 116²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 2 ცვლილება · ბოლო 13 დეკ. 2022
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 116³სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება
  • 118⁴კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
  • 115¹სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • 4 (დანართი 1)
  • 2 (დანართი 1)
  • 3 (დანართი 1)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 276ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
  • 275რკინიგზის , წყლის , საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
  • 270ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 43ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, მოპედის, მოტოციკლის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებთან დაკავშირებული სპეციალური წესები

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 8

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
276275270116³118⁴115¹8434 (და…2 (და…3 (და…170116¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საგზაო მოძრაობის შესახ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026