Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 116

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგისაგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევებიუფლების შეჩერების გასაჩივრება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:13456789

1.სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას 2. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

3.იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ჩადენა − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

4.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც: ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

5.იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

6.იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

7.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.

8.ამ მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, როდესაც: ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით; ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას.

9.იმ პირის მიერ, რომელსაც ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. შენიშვნა:

1.პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.

2.პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი ან იგი ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს, პოლიციელი ვალდებულია სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს.

3.უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.

5.(ამოღებულია - 17.12.2025, №1343) .

6.(ამოღებულია - 17.12.2025, №1343) .

7.(ამოღებულია - 17.12.2025, №1343) .

8.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით.

9.ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-6 ან მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

10.ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში ეთანოლის 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, მძღოლს უფლება აქვს, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4687 – ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1343 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 30

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. 17 დეკ. 2025
  3. 6 თებ. 2025
  4. 22 ნოე. 2024
  5. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  6. 7 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 9 სექ. 2021
  7. 1 აპრ. 2019· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2018
  8. 24 ოქტ. 2018
  9. 11 ივლ. 2018

    სიმთვრალის ფაქტის დადგენისა და სისხლის აღება-გადაგზავნის წესების ერთობლივი ბრძანების თანაავტორი მინისტრის სახელწოდებას დაემატა დევნილთა საკითხები.

  10. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017
  11. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  12. 2 სექ. 2014· გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    116-ე მუხლის მე-7 ნაწილში ფიქსირებული 500-ლარიანი საურავი შეიცვალა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

  13. 18 აგვ. 2014

    116-ე მუხლის მე-9 ნაწილში ახლებურად ჩამოყალიბდა მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის დისპოზიცია. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდა; ჯარიმა 1500 ლარია.

  14. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013

    მე-8 ნაწილი ამოღებულია და მის ადგილას ამოღების აღნიშვნაა; დაემატა მე-10 ნაწილი, რომელიც ადგენს სიმთვრალის ზღვარს (0,3 პრომილე), 2-საათიან ვადას დამატებითი სამედიცინო შემოწმებისთვის და შედეგის უარყოფითობისას სახდელისგან განთავისუფლებასა და ზიანის ანაზღაურების უფლებას.

  15. 13 აგვ. 2013
  16. 1 აგვ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  17. 14 ნოე. 2011
  18. 14 ივლ. 2011

    116-ე მუხლს დაემატა მე-9 ნაწილი, რომლითაც დასახელებული სამართალდარღვევებისთვის იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით ჩამოერთმევა.

  19. 1 ივნ. 2011

    116-ე მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომლის მიხედვით 17 წლის ასაკში მინიჭებული მართვის უფლების მქონე პირს ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის უფლება 1 წლით ჩამოერთმევა.

  20. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  21. 1 აგვ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    მე-7 ნაწილში მართვის უფლების ჩამორთმევით ჯარიმის შეცვლის შემთხვევებიდან ამოღებულია მე-4 ნაწილი, ხოლო მე-8 ნაწილში „ჯარიმის იძულებითი აღსრულება“ შეიცვალა სიტყვებით „ჯარიმის გადახდა“.

  22. 1 თებ. 2010· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009

    მე-4 ნაწილის მოქმედება შეიზღუდა პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-3 ნაწილის განმეორებისთვის კი შემოვიდა 4¹ ნაწილი (500 ლარი ან პატიმრობა 90 დღემდე); მე-6 ნაწილის ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდა და დაემატა მე-9 ნაწილი 700 ლარით ან პატიმრობით.

  23. 19 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    მე-7 ნაწილში საურავი 500 ლარით ჯარიმასთან ერთად დარიცხვად აღარ არის ჩამოყალიბებული, ხოლო მართვის უფლების 2 წლით ჩამორთმევით შეცვლა 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობას უკავშირდება.

  24. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    მე-7 ნაწილს დაემატა უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების 500 ლარიანი ჯარიმა, დაემატა მე-8 ნაწილი, ხოლო შენიშვნის 1–3 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და გაფართოვდა პოლიციელის უფლებამოსილებებით, დადგენის წესით, გამოცდაზე დაშვებით, მოწმობის დაბრუნებითა და საურავით.

  25. 15 ივლ. 2005

    116-ე მუხლის სანქციები შვიდ ნაწილად გადაკეთდა ფიქსირებული ჯარიმებით (150–300 ლარი) და 3-წლიანი ჩამორთმევით ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე; შენიშვნაში განისაზღვრა პოლიციის ვალდებულება და გადაუხდელობის შედეგები.

  26. 30 ივლ. 1996

    116-ე მუხლში ტექნიკური უწესივრობა დაკავშირდა საგზაო მოძრაობის წესების დანართთან, ჯარიმა ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე გაიზარდა და ღვედებით სარგებლობის წესების დარღვევაც დაემატა.

  27. 29 ივნ. 1995

    116-ე მუხლის შენიშვნის შემდგომ მოცემულ ცვლილებათა წყაროების ჩამონათვალს დაემატა 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 პარლამენტის უწყებების მითითებით; შენიშვნის ტექსტი ამ ცვლილებაში არ შეცვლილა.

  28. 17 მარ. 1994

    116-ე მუხლში ჯარიმა გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ერთი, მოტოჩაფხუტის წესების დარღვევისთვის კი ნახევარი მინიმალური ოდენობაა; დაემატა №436 კანონის მითითება.

  29. 31 აგვ. 1992

    116-ე მუხლში გაიზარდა ჯარიმები, დაემატა მარკირების არქონა და შეიცვალა ღვედისა და მოტოჩაფხუტის დარღვევის რეგულირება; შენიშვნის მითითება 123-ე მუხლამდე გაფართოვდა.

  30. 30 ივნ. 1989

    116-ე მუხლში შეიცვალა დარღვევათა ჩამონათვალი (სამუხრუჭე/საჭის უწესივრობა), სანქცია გახდა ხუთი მანეთი, დაემატა ღვედისა და მოტოჩაფხუტის წესების დარღვევა, ხოლო შენიშვნის მუხლთა მითითება შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 115²შემდეგი მუხლი 116¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა საზოგადოებრივ ადგილას (მუხლი 171)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მართვის უფლების გარეშე ავტომობილის მართვა (ადმ. მუხლი 121)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მართვის უფლების შეჩერების გასაჩივრებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 30 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 8 მუხლი
  • 51 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290

მიუთითებენ მასზე

საგზაო მოძრაობის უ… 15მუხლი 115¹მუხლი 118⁴მუხლი 208მუხლი 209მუხლი 242მუხლი 262მუხლი 40

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 115¹სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის
  • 115²სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება
  • 118⁴კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 1)
  • 3 (დანართი 1)
  • 4 (დანართი 1)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 276ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
  • 275რკინიგზის , წყლის , საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
  • 400მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 59სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები
  • 21მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 19სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27627515115¹118⁴29020820924226240115²2 (და…3 (და…4 (და…116
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026