საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 311. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კოდექსითა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში სააღსრულებო დოკუმენტია.

3.ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის ამ კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.ამ კოდექსის 208-ე და 208 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან ასათვლელი ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისათვის დადგენილი ვადის დინებას. საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 311-ე მუხლი ოთხ ნაწილად დაიყო; ახალი მე-4 ნაწილით 208-ე და 208² მუხლებით გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება ზარალის ანაზღაურების 15-დღიანი ვადის დინებას არ აჩერებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90¹²40¹273312309²⁰309¹⁷309¹⁹47129272630311
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს სამოქალაქო…ენერგოეფექტურობის შესა…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა