Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარჩენების მართვის კოდექსიმუხლი 47

ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 47. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:ბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულებისქესობრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹23456791010¹11131415

1.ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება (ამ მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული გამონაკლისის გათვალისწინებით) ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით.

1¹.სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 35 1 მუხლით, მე-40−40 2 ან 42-ე−44-ე მუხლებით ან 44 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

2.ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას.

3.ამ კოდექსის 31-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაოთხმაგებას.

4.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5.ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 37-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება ნარჩენებით დაბინძურებული/დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება. ამ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს, ხოლო დასუფთავების ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება.

6.ამ კოდექსის 31-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.

7.ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები, თუ სამართალდარღვევა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს. [ 7 1 . ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომლებიც ჩადენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე, ადგენს ამ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს. (ამოქმედდეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან)] 8. ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.

9.რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

10.სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე−36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.

10¹.სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებისას ადმინისტრაციულსახდელდადებულმა პირმა (სამართალდამრღვევმა) ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. თუ პირი ამ დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის, მას ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

11.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს. [ 11 1 . საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს ამავე დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე ჩადენილ, ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს. (ამოქმედდეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან)] 12. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.

13.ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.

14.ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

15.ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. [ 15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. (ამოქმედდეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან)] 16. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევის მიერ სასამართლოში საჩივრდება. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3098 – ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2198 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1795 – ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/6 – ვებგვერდი, 16.09.2026წ. თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსით   გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება (ამ მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული გამონაკლისის გათვალისწინებით) ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით. 1 1 . სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 35 1 მუხლით, მე-40−40 2 ან 42-ე−44-ე მუხლებით ან 44 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. 2. ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას. 3. ამ  კოდექსის 31-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაოთხმაგებას. 4. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 37-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება ნარჩენებით დაბინძურებული/დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება. ამ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს, ხოლო დასუფთავების ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება. 6. ამ კოდექსის 31-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. 7. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები, თუ სამართალდარღვევა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს. [ 7 1 . ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომლებიც ჩადენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე, ადგენს ამ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი შესაბამისი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის   სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს. (ამოქმედდეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან)] 8. ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი. 9. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 10. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე−36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 10 1 . სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებისას ადმინისტრაციულსახდელდადებულმა პირმა (სამართალდამრღვევმა) ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. თუ პირი ამ დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის, მას ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს. [ 11 1 . საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს ამავე დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე ჩადენილ, ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს. (ამოქმედდეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან)] 12. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 13. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. [ 15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. (ამოქმედდეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან)] 16. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევის მიერ სასამართლოში საჩივრდება. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3098 – ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5563  - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის  1  ივნისის  კანონი №898  - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2198  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ. საქართველოს 2026  წლის 29  აპრილის კანონი №1552  – ვებგვერდი, 30.04.2026წ საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1795 – ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/6 – ვებგვერდი, 16.09.2026წ. თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 ოქტ. 2023 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2021 – 24 ოქტ. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026
  2. 30 აპრ. 2026
  3. 20 მარ. 2024· გამოქვეყნდა 6 მარ. 2024
  4. 10 მაი. 2018
  5. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017
  6. 1 აპრ. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016
  7. 27 თებ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პროსტიტუცია / ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (მუხლი 172³)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და რეგულაციები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №23

  • 7 ცვლილება · ბოლო 1 ივლ. 2026
  • 5 რედაქცია
  • 14 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 44მუხლი 34მუხლი 35მუხლი 35¹მუხლი 36მუხლი 37მუხლი 38მუხლი 39მუხლი 40მუხლი 42მუხლი 43მუხლი 44მუხლი 44¹მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
  • 25ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 29ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 232ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების გამომრიცხავი გარემოებები
  • 35ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი
  • 36ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 30ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 43²ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 123ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7 (დანართი 1)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 64ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 26²სამართალწარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44343535¹363738394042434444¹462647
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026