საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 46⁷. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეუტყობინებლობა ან შესაბამისი ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ კომპეტენტური უწყებისთვის შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3.შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3622 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №130 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №570 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 1 სექ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46⁸46⁹46¹¹9²434020223637398546⁷
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ადამიანის სისხლისა და …გარემოსდაცვითი პასუხის…რეკლამის შესახებპერსონალურ მონაცემთა დ…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა