1.პირი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის შემდეგ სპეციალიზებულ სფეროებში: ა) საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სფეროში; ბ) სამშენებლო, სარემონტო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულ სფეროებში; გ) პროგრამირების, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) და ნავიგაციის მიმართულებებით, აგრეთვე სხვა ტექნიკური დარგების დამხმარე სფეროებში; დ) ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, სამედიცინო პერსონალის დამხმარე სფეროებში; ე) ჰუმანიტარული და სოციალური ტიპის დამხმარე სფეროებში.
2.სახელმწიფო კომისიის მიერ პირის ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობაში ჩაბმა ამ პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლად მიიჩნევა.
3.საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სპეციალიზებული სფეროების გათვალისწინებით დადგენილებით განსაზღვრავს იმ სუბიექტებისა და სამუშაო ადგილების ნუსხას, სადაც პირმა უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური.
4.საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პირმა, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, განახორციელოს სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაცია ან შეასრულოს სეზონური სამუშაო მოსავლის აღების დროს ან იგი დასაქმდეს სხვა არასამხედრო ხასიათის სამუშაოზე.
5.პირის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სახეობას და სამუშაო ადგილს, სადაც მან უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, შესაბამისი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი სათანადო მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრავს სახელმწიფო კომისია.
6.სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1384 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2626 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3584 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4072 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №853 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.