Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონისაპატიო მიზეზი
ლექსიკონი

საპატიო მიზეზი

კანონში განსაზღვრული 4 განმარტება

წყაროები:საერთაშორისო დაცვის შესახებ · მუხლი 3საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი · მუხლი 3თავდაცვის კოდექსი · მუხლი 3არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ · მუხლი 2¹

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 3

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენას ან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება აგრეთვე დაუძლეველი ძალა (ფორსმაჟორი), კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან/და სხვა ისეთი გარემოება, რომლის გამოც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენა ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, საპატიო მიზეზად ჩაითვლება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მყოფი ოჯახის წევრის გარდაცვალება, რასაც ადასტურებს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 3

სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 3

სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წრე განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

მუხლი 2¹

პირის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, პირის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც პირს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. პირის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წრე განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)