საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 55. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აკრძალულია განკარგულების გაცემა, თუ იგი: ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; ბ) სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს; გ) თხოულობს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების მიმღებს არ გააჩნია.

2.განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №367აპ-212021-06-0321
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება

    საკასაციო პალატამ განიხილა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის მსჯავრდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხი და დაადგინა, რომ შეთანხმება ნებაყოფლობით დაიდო, ბრალდება მტკიცებულებებით დასტურდებოდა და შეთანხმებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანი იყო. პალატამ დაამტკიცა შეთანხმება და შეცვალა სააპელაციო განაჩენი. საბოლოოდ მსჯავრდებულს განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთა იმავე გამოსაცდელი ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 6 თვით და ჯარიმა 10000 ლარი.

  • №619აპ-182019-04-0823
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები

    საკასაციო პალატამ განიხილა დაცვისა და ბრალდების მხარეების საჩივრების დასაშვებობა მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და დაასკვნა, რომ საკასაციო განხილვის კანონით დადგენილი საფუძვლები არ არსებობდა. საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი, რის შედეგადაც უცვლელი დარჩა სასჯელები: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და წამებისათვის ერთ მსჯავრდებულს შვიდი წელი და ექვსი თვე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯგუფური მკვლელობისათვის ორ მსჯავრდებულს თითოეულს თერთმეტი წელი და სამი თვე თავისუფლების აღკვეთა. წამებისათვის კიდევ ერთ მსჯავრდებულს უცვლელად დარჩა შვიდი წელი და ექვსი თვე თავისუფლების აღკვეთა; ორ მსჯავრდებულს დამატებით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. აკრძალულია განკარგულების გაცემა, თუ იგი: ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; ბ) სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს; გ) თხოულობს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების მიმღებს არ გააჩნია. 2. განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ნოე. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  2. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
81511⁵275618712913³8 (და…197361155
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურის შესა…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს შინაგან სა…სამხედრო პოლიციის თანა…დანაშაულის პრევენციის,…