1.პირი, რომელიც პირველად იქნა მიღებული სამსახურში, დამნიშვნელ მოხელეს წარუდგენს შემდეგი შინაარსის ფიცს: „შეგნებული მაქვს რა საჯარო სამსახურში ჩემზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებს და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი“.
2.დამნიშვნელი თანამდებობის პირი ხელს აწერს ფიცის ტექსტს, რომელიც შემდგომ ინახება მოხელის პირად საქმესთან ერთად. მუხლი 29. თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა 1. პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1262 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. მუხლი 30. თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა 1. თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნო ნ : ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელე ები ; ბ) აფხაზეთის ა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ები ს მიერ ასარჩევი მოხელე ები ; გ) მინისტრის მოადგილე ები , თანაშემწე ები, მრჩევლ ებ ი; დ) პირები, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით; ე) თანამდებობაზე დროებით შემცვლელ ებ ი; ვ) დროებით მოვალეობის შემსრულებლ ებ ი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს; ზ ) მოხელეები – სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში ; თ) მოხელეები – იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული.
2.დროებით მოვალეობის შემსრულებელი „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. ი მა ვე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , მოხელის წერილობითი თანხმობით , დასაკავებელ თანამდებობაზე მისი წარდგენის უფლება აქვს დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს , სადაც ხდება ამ მოხელის გადაყვანა . საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2884-სსმI, №11, 01.05.2006წ., მუხ.80 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3549-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.296 საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ. საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის კანონი №143 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 86 – ვებგვერდი, 03.04.2013წ. მუხლი 31. კონკურსის გამოცხადება 1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით . ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
2.კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც: ა) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები; გ) შესასრულებელი სამუშაო; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა; ვ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი. საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1178-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.52 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4676 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ. მუხლი 32. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა კონკურსში მონაწილეობის ათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით , საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2222-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.322 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4676 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.