1.პარტიის ქონებას ქმნის: ა) საწევრო შენატანები; ბ) შემოწირულებები; გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა; დ) (ამოღებულია - 15.12.2023, №4019) .
1¹.საწევრო შენატანად მიიჩნევა ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული საწევრო შენატანის სახით გადახდილი მხოლოდ ის ფულადი თანხა, რომლის ზუსტი ოდენობაც დადგენილია პარტიის წესდებით.
2.შემოწირულებად მიიჩნევა: ა) პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული ისეთი ფულადი თანხა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება; ბ) პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით მიღებული ისეთი მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) ან მომსახურება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა; გ) პარტიის მხარდასაჭერად გაღებული ისეთი ფულადი თანხა, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემული ისეთი მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) ან გაწეული ისეთი მომსახურება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა.
3.(ამოღებულია - 15.12.2023, №4019) .
4.შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაღებულ ისეთ ფულად თანხაზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემულ ისეთ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე) ან გაწეულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა.
5.პარტიას უფლება აქვს, აიღოს კრედიტი მხოლოდ საქართველოს კომერციული ბანკისაგან საერთო რაოდენობით არაუმეტეს ერთი მილიონი ლარისა კალენდარული წლის განმავლობაში. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.186 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4019 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.

