შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

მუხლი 27. შემოქმედებითი კავშირის ფინანსები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შემოქმედებითი კავშირის ფინანსები შედგება : ა ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისაგან ; ბ ) საწევრო შენატანებისაგან ; გ ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული შემოწირულობებისაგან ; დ ) ამ კანონით დადგენილი წესით სამეწარმეო ( კომერციული ) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისაგან ; ე ) კულტურულ - გასართობი და სხვა ფასიანი ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებისაგან ; ვ ) ამ კანონით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან .

2.სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ დააფინანსონ შემოქმედებითი კავშირის ცალკეული პროგრამა. ამ მიზნით გამოყოფილი თანხა არ უნდა დაიხარჯოს სხვა მიზნით.

3.შემოქმედებით კავშირს არა აქვს უფლება ფიზიკური პირისათვის დააწესოს რაიმე სავალდებულო გადასახდელი , საწევრო შენატანის გარდა .

4.საწევრო შენატანის ოდენობა განისაზღვრება შემოქმედებითი კავშირის წესდებით . საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6979-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი VIII შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1 . შემოქმედებითი კავშირის ფინანსები შედგება : ა ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისაგან ; ბ ) საწევრო შენატანებისაგან ; გ ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული შემოწირულობებისაგან ; დ ) ამ კანონით დადგენილი წესით სამეწარმეო ( კომერციული ) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისაგან ; ე ) კულტურულ - გასართობი და სხვა ფასიანი ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებისაგან ; ვ ) ამ კანონით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან . 2 . სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ დააფინანსონ შემოქმედებითი კავშირის ცალკეული პროგრამა. ამ მიზნით გამოყოფილი თანხა არ უნდა დაიხარჯოს სხვა მიზნით. 3 . შემოქმედებით კავშირს არა აქვს უფლება ფიზიკური პირისათვის დააწესოს რაიმე სავალდებულო გადასახდელი , საწევრო შენატანის გარდა . 4 . საწევრო შენატანის ოდენობა განისაზღვრება შემოქმედებითი კავშირის წესდებით . საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6979-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი VIII შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ოქტ. 2001 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2813191510292391111221027
მნიშვნელობით ახლოსშემოქმედ მუშაკთა და შე…პროფესიული კავშირების …საჯარო სამართლის იურიდ…კულტურის შესახებპროფესიული თეატრების შ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა