Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს ორგანული კანონი

საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

5 მუხლირედაქცია №3 ბოლო ცვლილება: 15 ივლ. 2020
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

ეს კანონი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის წესს. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

მუხლი 2

გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის საშიშროების გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის ორგანული კანონი №209 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. მუხლი 3. საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6860-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

მუხლი 4

საკუთრების ობიექტის საფასურს განსაზღვრავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე. საკუთრების ობიექტის საფასური მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის ორგანული კანონი №209 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

მუხლი 5

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საზოგადოებრივი საჭიროებისათვის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

მუხლი 6

წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვითარების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1997 წლის 11 ნოემბერი. №1054–Iს

მუხლები დასაწყისში