„სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით;
მუხლი 8. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრების სამართლებრივი დაცვა
1. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. დაუშვებელია სახელმწიფო და სხვა ორგანოების მიერ სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების სახსრებით აშენებული ნაგებობებისა და სხვა ქონების ჩამორთმევა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება შეიძლება სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით. თავი V სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების სამეურნეო და სოციალური საქმიანობა
