1.დათვალიერების დროს უნდა შედგეს ოქმი (დათვალიერების ოქმი), რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) დათვალიერების ადგილი და ობიექტები; ბ) დათვალიერებაში მონაწილე მხარეები, მოწმეები, სპეციალისტები; გ) დათვალიერებაში მონაწილე პირების მოსაზრებები, მათი შენიშვნები; დ) დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგები.
2.ოქმს შეიძლება დაერთოს დათვალიერების დროს შედგენილი ან შემოწმებული გეგმები, ნახაზები, სურათები და ა. შ.

