მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 24 (დანართი 1). დათვალიერების ჩატარების მიზანი

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დათვალიერება წარმოებს პირის ტერიტორიის ან/და შენობა-ნაგებობის გარე და შიდა სივრცის ვიზუალური დათვალიერების გზით.

2.დათვალიერება ტარდება მოსამართლის ბრძანების გარეშე, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დათვალიერების განხორციელებამდე გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დათვალიერების ჩატარების თაობაზე, რის შემდეგაც უფლება აქვს გადასახადის გადამხდელისგან ცნობის სახით მიიღოს ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ადგილების მდებარეობის, ფართის მფლობელის, აგრეთვე სსა-ების, მრიცხველების ან სხვა ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილების შესახებ, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დათვალიერების პროცედურის განხორციელებისათვის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
125126260257¹499² (დ…9¹ (დ…25 (დ…17 (დ…7 (და…183324 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა