ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

მუხლი 114

რედაქცია №64 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ადამიანის მიერ ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების (შემდგომ – „ორგანო“) გაცემა სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ, მათი სხვა ადამიანისათვის გადანერგვის, მკურნალობის, მეცნიერული კვლევის და სწავლების მიზნით, ნებაყოფლობითი აქტია. [მუხლი 114 1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაცია არის ნებაყოფლობითი და უანგარო.

2.პირს აქვს მისი ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ დონაციაზე წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ან უარის  განცხადების უფლება. ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ დონორის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. დაუშვებელია პირზე რაიმე ფორმით ზემოქმედება მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

3.რეციპიენტისთვის ადამიანის ორგანოს გადანერგვა ან ადამიანის ქსოვილის ან/და უჯრედის გამოყენება შეიძლება მხოლოდ რეციპიენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.

4.აკრძალულია ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება/მიცემა. აკრძალულია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, აგრეთვე ადამიანის ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.

5.ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაციისა და მოპოვების წესი და პირობები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №123 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ადამიანის მიერ ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების (შემდგომ – „ორგანო“) გაცემა სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ, მათი სხვა ადამიანისათვის გადანერგვის, მკურნალობის, მეცნიერული კვლევის და სწავლების მიზნით, ნებაყოფლობითი აქტია. [მუხლი 114 1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაცია არის ნებაყოფლობითი და უანგარო. 2. პირს აქვს მისი ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ დონაციაზე წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ან უარის  განცხადების უფლება. ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ დონორის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. დაუშვებელია პირზე რაიმე ფორმით ზემოქმედება მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 3. რეციპიენტისთვის ადამიანის ორგანოს გადანერგვა ან ადამიანის ქსოვილის ან/და უჯრედის გამოყენება შეიძლება მხოლოდ რეციპიენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. 4. აკრძალულია ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება/მიცემა. აკრძალულია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, აგრეთვე ადამიანის ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით. 5. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაციისა და მოპოვების წესი და პირობები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №123 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46⁹46¹¹316²1151161179²41858114
მნიშვნელობით ახლოსადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის ორგანოთა გად…ჯანმრთელობის დაცვის შე…რეკლამის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №64 · ბოლოს შემოწმდა