ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 8. ფინანსური სარგებლის მიღების, შეთავაზების/მიცემის  აკრძალვა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

გურანდა გრიგოლიანინო ლიპარტიაგიორგი ფანცულაია

1.აკრძალულია ორგანოს დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება/მიცემა. ასევე აკრძალულია ორგანოებით ვაჭრობა.

2.ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს ეკრძალება ორგანოს მოპოვებასა და გადანერგვაში მონაწილეობა, თუ მისთვის ცნობილია ან მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგების საფუძველზე ხორციელდება.

3.ორგანოს მოპოვების ან გადანერგვის არაეთიკურ, ამ კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგო პრაქტიკაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია კომპეტენტურ უწყებას.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ გადახდებზე, რომლებიც არ არის ფინანსური მოგება ან მისი თანაზომადი უპირატესობა, კერძოდ: ა) ცოცხალი დონორის კომპენსაცია შემოსავლის დაკარგვის ან/და ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთებული ხარჯის გამო, რომელიც გამოწვეულია ორგანოს ამოღებით ან მასთან დაკავშირებული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებით; ბ) ორგანოს მოპოვების ან/და გადანერგვის მიზნით გაწეული კანონიერი სამედიცინო ან მასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების დასაბუთებული საფასურის გადახდა; გ) კომპენსაცია ცოცხალი ადამიანისგან ორგანოს ამოღებით გამოწვეული გაუთვალისწინებელი დაზიანების შემთხვევაში.

5.გადანერგვის ცენტრი პასუხისმგებელია დონორის ყველა სამედიცინო ხარჯის დაფარვისთვის, რომლებიც წარმოიშობა დონაციის გამო ან მასთან დაკავშირებით. ცოცხალ დონორს ან გარდაცვლილი დონორის ოჯახს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის გადასახდელი ორგანოს დონაციის/მოპოვების მიზნით ჩატარებული სამედიცინო პროცედურებისთვის.

6.ტრანსპლანტაციური მკურნალობა ეფუძნება ორგანოების ნებაყოფლობით და უანგარო დონაციას, დონორის ალტრუიზმსა და რეციპიენტისადმი დონორის სოლიდარობას ორგანოს გადანერგვის საჭიროების შემთხვევაში. სახელმწიფო ხელს უწყობს ორგანოების არაკომერციულ საწყისებზე მოპოვებას და ტრანსპლანტაციური მკურნალობის არამოგებიანობას. ამისთვის სამინისტრო ახორციელებს ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1351846¹¹316³1221141213884091030238
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …ჯანმრთელობის დაცვის შე…ბავშვთა ბუნებრივი კვებ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა