რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

მუხლი 2. კანონის მიზნები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 1997 წლის 5 სექტემბრის გაერთიანებული კონვენციის მოთხოვნების შესრულებისათვის: ა) ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მაღალი სტანდარტების მიღწევა; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მათი უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა ადამიანსა და გარემოზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების თავიდან  ასაცილებლად როგორც აწმყოში, ისე მომავალში; გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ეტაპზე მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილების და მომხდარი ინციდენტების უარყოფითი შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის საფუძვლების შექმნა. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
131114131511315712
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…რადიოაქტიური ნარჩენები…ატმოსფერული ჰაერის დაც…რეგულირების საფასურის …ენერგოეფექტურობის შესა…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა