ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და მისი მდგრადი გამოყენებისათვის უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადება ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად; [ ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და მისი მდგრადი გამოყენებისთვის უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და ცხოველის საკვების საწარმოებლად გადამუშავებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა) და რეექსპორტის აკრძალვა ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად; (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] ბ) გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს დაცვა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის უარყოფითი გავლენისაგან; გ) უზრუნველყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციით, მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმითა“ და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; დ) ხელი შეუწყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში არსებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას; ე) შექმნას სამართლებრივი საფუძველი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მეცნიერული კვლევისათვის. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზნები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 31 მარ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · იცვლება 31 მარ. 2027-დან
ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და მისი მდგრადი გამოყენებისათვის უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადება ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად; ბ) გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველების, მცენარეებისა და გარემოს დაცვა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის უარყოფითი გავლენისაგან; გ) უზრუნველყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის 5 ივნისის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციით, მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმითა“ და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; დ) ხელი შეუწყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში არსებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას; ე) შექმნას სამართლებრივი საფუძველი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მეცნიერული კვლევისათვის. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 22 მარ. 2016 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

