ჩვენება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ძალდაუტანებლად. ჩვენების მისაღებად ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, მოტყუების, დაპირების, შანტაჟის, დაყოლიების გამოყენება აკრძალულია. ასეთი ხერხით მიღებული მტკიცებულება დაუშვებელია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 119. ჩვენების ძალდაუტანლობა
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2
- კრებულისაკასაციო არსებითი (T2)
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
საკასაციო პალატამ არ გაიზიარა დაზარალებულის მოთხოვნა ქმედების განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციის შესახებ. 2006 წლის საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, პალატამ გაუქმებული სსკ-ის 119-ე მუხლიდან ქმედება გადააკვალიფიცირა სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილზე. დაზარალებულის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სამი წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დარჩა.
- საკასაციო არსებითი (T2)
სამართალში მიცემის სტადიის ფარგლები
საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება მტკიცებულებათა მოპოვებისას სავარაუდოდ დაშვებული საპროცესო დარღვევების საფუძველზე. პალატამ განმარტა, რომ სამართალში მიცემის სტადიაზე ბრალეულობის საკითხი წინასწარ არ წყდება და მხოლოდ მტკიცებულებათა ნაწილის საპროცესო დარღვევით მოპოვება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას არ ამართლებს. პროკურორისა და დაზარალებულის კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, ხოლო საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას სამართალში მიცემის სტადიიდან ხელახლა განსახილველად გადაეცა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

