საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 120. ექსპერტის დასკვნა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს.

2.ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას.

3.გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკა, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.

4.შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს როგორც ნივთიერი მტკიცებულებანი.

5.ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო.

6.თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების არასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება, და ამ აქტს ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვს ამისათვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს, რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს ასეთი ექსპერტიზა.

7.თუ საჭირო არ არის დამატებითი და ახალი გამოკვლევის ჩატარება, ექსპერტის ჩვენება განმარტავს და ავსებს მის დასკვნას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს. 2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას. 3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკა, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია. 4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს როგორც ნივთიერი მტკიცებულებანი. 5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო. 6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების არასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება, და ამ აქტს ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვს ამისათვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს, რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს ასეთი ექსპერტიზა. 7. თუ საჭირო არ არის დამატებითი და ახალი გამოკვლევის ჩატარება, ექსპერტის ჩვენება განმარტავს და ავსებს მის დასკვნას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
862125257401681701711465214413162930120
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საექიმო საქმიანობის შე…ელექტრონული კომუნიკაცი…