საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 170. პირადი თავდებობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას.

2.თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი.

3.პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამდგომლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.

4.თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

5.თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

6.თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას. 2. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი. 3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამდგომლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით. 4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს. 5. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას. 6. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    170-ე მუხლის პირველ ნაწილში ამოღებულია 169-ე მუხლზე მითითება; სანდო პირები კვლავ კისრულობენ ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამოძახებით გამოცხადების უზრუნველყოფის ვალდებულებას.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    170-ე მუხლში თავდებობის ოქმის მოთხოვნა ამოღებულია და დარჩა მხოლოდ თითოეული თავდების ხელწერილი, რომელიც საქმეს ერთვის.

  3. 170-ე მუხლის პირველ ნაწილში ამოღებულია მომკვლევი, ხოლო მე-3 ნაწილში „შუამავლობით“ ჩანაცვლებულია „შუამდგომლობით“-ით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6557363¹⁵282322892891898203169249170
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…თამასუქის შესახებჩეკის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…