საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 47⁴. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტი, დამოუკიდებელი აუდიტი, შიდა აუდიტი და ინსპექტირება

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

2.საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.

3.ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი და ინსპექტირება ხორციელდება „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქალაქ თბილისის მერიის დებულების შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6599 – ვებგვერდი, 13.07.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2012
  2. 47⁴ მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: თვითმმართველობის ორგანოების აუდიტს ახორციელებს კონტროლის პალატა, საკრებულოს შეუძლია დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა, ხოლო მერიის შიდა აუდიტი და ინსპექტირება სპეციალური კანონით და მერიის დებულებით რეგულირდება.

  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    47⁴ მუხლში საფინანსო შემოწმების შინაარსის დეტალური განმარტება ამოღებულია და დაემატა, რომ შემოწმება შეიძლება განახორციელოს კანონით განსაზღვრულმა სხვა ორგანომ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
353611¹11²6932418781402247⁴
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო შიდა ფინანს…დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს კონსტიტუცი…საჯარო სამართლის იურიდ…სახელმწიფო აუდიტის სამ…