Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებმუხლი 6

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად: ა) ახორციელებს აუდიტს ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა და გასცეს დასკვნები საფინანსო და ეკონომიკური სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახსრების გამოყენება ან რომლებიც გავლენას ახდენს ამ სახსრების ფორმირებაზე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს, სხვა შესაბამის ორგანოებსა და დაწესებულებებს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასა და სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები. გ) შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამის წინადადებებს, ამ საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს; დ) შეიმუშავებს და ახორციელებს პროგრამებს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე, აგრეთვე შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს; ე) კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, მის შენახვას, მონიტორინგსა და საჯაროობას და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას; ვ) შეიმუშავებს მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ შესაბამის წინადადებებს, მამხილებლის დაცვის საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს; ზ) კანონის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს; თ) იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალს და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს; ი) ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის, სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; კ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს გრანტის გაცემისა და მიღების კანონიერების მონიტორინგს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; მ) ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლსა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; მ 1 ) ახორციელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.(ამოღებულია – 01.12.2022, №2281).

3.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ინფორმაცია გამოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზედაც. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

5.სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჰქონდეს წვდომა ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე და გამოიყენოს მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემა ინფორმაციის მისაღებად და დასამუშავებლად. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3382 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2281 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1385 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის ორგანული კანონი №1492 – ვებგვერდი, 16.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    მე-6 მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომელიც სამსახურს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ანიჭებს წვდომას ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონულ ბაზებსა და მონაცემთა ელექტრონული მიმოცვლის სისტემაზე.

  2. 16 აპრ. 2026

    მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში დაემატა „მ¹“ ქვეპუნქტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესახებ, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტებში ეს კანონი დაემატა იმ კანონთა ჩამონათვალს, რომელთა განსახორციელებლადაც სამსახური ინფორმაციას გამოითხოვს (მე-4 პუნქტში — სასამართლოს გადაწყვეტილებითაც); მე-3 პუნქტის ბოლო წინადადება გრამატიკულად დაზუსტდა.

  3. 4 მარ. 2026
  4. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  5. 1 სექ. 2023· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2022
  6. 28 ივლ. 2020
  7. 24 სექ. 2018
  8. 1 დეკ. 2011

    მე-6 მუხლის ძველი ექვსი პუნქტი, მათ შორის შესამოწმებელი საკითხების ჩამონათვალი, ჩანაცვლებულია ერთიანი ნორმით აუდიტის, ექსპერტიზისა და წინადადებების წარდგენის უფლებამოსილების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №29

  • 8 ცვლილება · ბოლო 2 ივლ. 2026

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 17სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება
  • 20აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები
  • 10გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 69სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 51სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება
  • 53სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
  • 52სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ღონისძიებების გამოყენება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 48სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 34¹

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 8სამსახურის უფლებამოსილებანი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 144სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 18შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება და მიზნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17201034¹69818485153521446
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს კონსტიტუცი…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სახელმწიფო…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026