„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 3. საქართველოს შიდა წყლები
რედაქცია №37 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 28 ივნ. 2023
საქართველოს შიდა წყლებს მიეკუთვნება: ა) მდინარეების, ტბებისა და სხვა წყალსატევების წყლები, რომელთა ნაპირები მთლიანად საქართველოს ეკუთვნის; ბ) შავი ზღვის წყლები ხმელეთსა და ტერიტორიული წყლების ასათვლელად დადგენილ სწორ ამოსავალ ხაზებს შორის; გ) საქართველოს პორტის წყლები, რომლებიც შემოსაზღვრულია ზღვის მხარეს პორტის ჰიდროტექნიკური ან მისი სხვა მუდმივი ნაგებობის უკიდურეს წერტილებზე გამავალი ხაზით.
