Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს მთავრობის დადგენილება

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

19 მუხლირედაქცია №6 ბოლო ცვლილება: 15 სექ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის მე-2  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესი და პირობები“  დანართებთან ერთად.

მუხლი 2

1.დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

2.დადგენილების მოქმედება შეჩერდეს 2018 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28  ივლისის  დადგენილება №368 - ვებგვერდი, 29.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 26.01.2017წ. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესი და პირობები

დანართი 1

მუხლი 1. მიზანი

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების (შემდგომში - წესი) მიზანია, ნარჩენების მართვის კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის პროცედურებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1.ეს წესი ვრცელდება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებზე: ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება; ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; გ) წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის წინასწარი დამუშავება; დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება; ვ) წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება.

2.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას: ა) წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება; ბ) წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების აღდგენა/განთავსება (გარდა წინასწარი დამუშავებისა); გ) 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №469 - ვებგვერდი, 22.10.2025წ.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1.ამ წესის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) განმცხადებელი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, სახელმწიფო ან მუნიციპალური საწარმო ან მუნიციპალიტეტის ასოციაცია (გაერთიანება), რომელთაც სურთ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება; ბ) განაცხადის ფორმა - ამ წესის პირველი დანართით გათვალისწინებული რეგისტრაციის განაცხადის ფორმა; გ) რეგისტრაციის მფლობელი - ამ წესის შესაბამისად  რეგისტრაციის მიმღები პირი; დ) ადგილმდებარეობა - გეოგრაფიული არეალი, სადაც ხორციელდება რეგისტრირებული საქმიანობა.

2.ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება  ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლში მოცემული ტერმინები.

მუხლი 4. რეგისტრაციის ზოგადი მოთხოვნები

1.განმცხადებელი ვალდებულია, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნით, ვებგვერდზე (www.wms.mepa.gov.ge) შესაბამისი განაცხადის ფორმის ელექტრონულად შევსებისა და გაგზავნის გზით.

1¹.განმცხადებელი ვალდებულია, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, განცხადებით მიმართოს სააგენტოს საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნით 2026 წლის 1 დეკემბრამდე (განცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის (info@nea.gov.ge) მეშვეობით). 2026 წლის 1 დეკემბრიდან ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2.განაცხადს უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისად, ამ წესის მე-5-მე-8 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

3.იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, რეგისტრაციის მიზნით, განაცხადთან ერთად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვის წარდგენა.

4.გარემოსდაცვითი რისკებიდან გამომდინარე, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სააგენტოს შეუძლია, მოსთხოვოს განმცხადებელს დასარეგისტრირებელ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.

5.ერთზე მეტ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისას განაცხადი ივსება თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე.

6.რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობა შესაბამის სუბიექტზე რეგისტრირდება განუსაზღვრელი ვადით. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №348 - ვებგვერდი, 13.08.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №469 - ვებგვერდი, 22.10.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №448 - ვებგვერდი, 16.09.2026წ.

მუხლი 5. ნარჩენების შეგროვების  ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაცია

1.ნარჩენების შეგროვების ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაციის მიზნით, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს: ა)სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; ბ) ნარჩენების დამუშავების ობიექტთან დადებული ხელშეკრულება.

2.სახიფათო ნარჩენების შეგროვების ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაციის მიზნით, განმცხადებელმა  ასევე  დამატებით  უნდა  წარადგინოს  „ტექნიკური  რეგლამენტის  – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა/მოწმობები და „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 მარტის №1-1/100 ბრძანებით გათვალისწინებული მძღოლის მომზადების მოწმობა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28  ივლისის  დადგენილება №368 - ვებგვერდი, 29.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2  ივლისის  დადგენილება №308 - ვებგვერდი, 05.07.2016წ.

მუხლი 6. ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაცია

1.50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს იმ ღონისძიებათა აღწერილობა, რომელთა მეშვეობითაც თავიდან იქნება აცილებული გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე  მავნე ზემოქმედება.

2.არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ობიექტის აღწერილობა, რომლითაც დასტურდება, რომ ობიექტი აკმაყოფილებს „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

3.10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს სკრინინგის გადაწყვეტილება და ობიექტის აღწერილობა, რომლითაც დასტურდება, რომ ობიექტი აკმაყოფილებს „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №469 - ვებგვერდი, 22.10.2025წ.

მუხლი 7. წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაცია

წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს ნარჩენების წინასწარი დამუშავების ოპერაციის ტიპის  (ტექნიკური პროცედურები), ასევე დამუშავებული ნარჩენებისა და დამუშავების შემდეგ დარჩენილი საბოლოო (ნარჩენი) ნარჩენების აღწერილობა, ამ წესის დანართ №2-ის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №469 - ვებგვერდი, 22.10.2025წ.

მუხლი 8. ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეგისტრაცია

ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობის და ოპერირების საქმიანობის დასარეგისტრირებლად განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის აღწერილობა, ამ წესის  დანართი 3-ის შესაბამისად.

მუხლი 8¹. წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება

წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენის/განთავსების საქმიანობის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მისი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი); ბ) ობიექტის იურიდიული მისამართი და საქმიანობის განხორციელების ადგილი; გ) საქმიანობის დეტალური აღწერა; დ) დასამუშავებელი ნარჩენების კოდი, დასახელება და რაოდენობა; ე) აღდგენის/განთავსების ოპერაციის კოდი; ვ) ობიექტის წარმადობა და ტექნოლოგიური პროცესის აღწერა; ზ) ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოყენებული/გამოსაყენებელი ტექნოლოგიის/დანადგარის შესახებ ინფორმაცია; თ) ნარჩენების დროებითი განთავსების პირობების შესახებ ინფორმაცია; ი) საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა (კოდი, დასახელება და რაოდენობა) და მათი შემდგომი მართვის შესახებ ინფორმაცია; კ) დასაქმებული პერსონალის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №469 - ვებგვერდი, 22.10.2025წ.

მუხლი 8². წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება

წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენის ან/და განთავსების საქმიანობის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს სკრინინგის გადაწყვეტილება და საქმიანობის დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მისი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი); ბ) ობიექტის იურიდიული მისამართი და საქმიანობის განხორციელების ადგილი; გ) საქმიანობის დეტალური აღწერა; დ) დასამუშავებელი ნარჩენების კოდი, დასახელება და რაოდენობა; ე) აღდგენის/განთავსების ოპერაციის კოდი; ვ) ობიექტის წარმადობა და ტექნოლოგიური პროცესის აღწერა; ზ) ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოყენებული/გამოსაყენებელი ტექნოლოგიის/დანადგარის შესახებ ინფორმაცია; თ) სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მეთოდებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია; ი) საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა (კოდი, დასახელება და რაოდენობა) და მათი შემდგომი მართვის შესახებ ინფორმაცია; კ) დასაქმებული პერსონალის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №469 - ვებგვერდი, 22.10.2025წ.

მუხლი 8³. წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების აღდგენა/განთავსება (გარდა წინასწარი დამუშავებისა)

წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენების აღდგენის/განთავსების (გარდა წინასწარი დამუშავებისა) საქმიანობის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს სკრინინგის გადაწყვეტილება და საქმიანობის დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მისი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი); ბ) ობიექტის იურიდიული მისამართი; გ) საქმიანობის დეტალური აღწერა; დ) დასამუშავებელი ნარჩენების კოდი, დასახელება და რაოდენობა; ე) აღდგენის/განთავსების ოპერაციის კოდი; ვ) ობიექტის წარმადობა და ტექნოლოგიური პროცესის აღწერა; ზ) ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოყენებული/გამოსაყენებელი ტექნოლოგიის/დანადგარის შესახებ ინფორმაცია; თ) ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მეთოდებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია; ი) საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა (კოდი, დასახელება და რაოდენობა) და მათი შემდგომი მართვის შესახებ ინფორმაცია; კ) დასაქმებული პერსონალის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №469 - ვებგვერდი, 22.10.2025წ.

მუხლი 9. სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ

1.სააგენტო განიხილავს რეგისტრაციის განაცხადს, ამ წესის შესაბამისად. თუ რეგისტრაციის განაცხადი მოიცავს ერთზე მეტ საქმიანობას, თითოეული საქმიანობა განიხილება ცალ-ცალკე.

2.თუ განაცხადი და თანდართული დოკუმენტები სრულად არის შევსებული/წარდგენილი და არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, სააგენტო დაადასტურებს რეგისტრაციას და მიანიჭებს რეგისტრაციის ნომერს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.

3.იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ან/და თანდართული დოკუმენტები არ არის სრულად შევსებული/წარდგენილი, სააგენტო აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე და სრულად შევსებისთვის/წარდგენისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა.

4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, სააგენტო განაცხადს დატოვებს განუხილველად.

5.სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს საქმიანობის რეგისტრაციაზე, თუ დაგეგმილი საქმიანობა არ შეესაბამება ნარჩენების მართვის კანონმდებლობას, ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას ან/და, ადგილმდებარეობის შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმას. დასაბუთებული გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს წერილობით ეცნობება განაცხადის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №348 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.

მუხლი 10. გადაწყვეტილების გასაჩივრება

განმცხადებელი უფლებამოსილია, გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №348 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.

მუხლი 11. ახალი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებები

1.საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან ადგილმდებარეობის ცვლილებისას, სააგენტოს წარედგინება ახალი განაცხადი საქმიანობის რეგისტრაციაზე.

2.რეგისტრაციის მფლობელი ვალდებულია, მიმართოს სააგენტოს რეგისტრაციაში ცვლილების შეტანისთვის შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელოვანი (რეგისტრირებული საქმიანობის წარმადობის 50%-ზე მეტით) გაფართოება; ბ) თუ მიმდინარე საქმიანობის პროცესში ხდება სხვა ჯგუფის ნარჩენების მართვა, რომლებიც არ არის მითითებული რეგისტრაციის განაცხადში.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო განაცხადს განიხილავს ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №348 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.

მუხლი 12. რეგისტრაციის გაუქმება

რეგისტრაციის მფლობელი ვალდებულია, რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ: ა) საქმიანობის რეგისტრაციიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არ დაიწყებს საქმიანობას; ბ) შეწყვეტს საქმიანობას. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №348 - ვებგვერდი, 13.08.2025წ.

მუხლი 13. კონტროლი

ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების პერიოდულ შემოწმებას, ნარჩენების მართვის კოდექსის და  ამ წესისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს ნარჩენების მართვის კოდექსით უფლებამოსილი ორგანო.

მუხლი 14. პასუხისმგებლობა

1.ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად.

2.საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №469 - ვებგვერდი, 22.10.2025წ. დანართი 1. რეგისტრაციის განაცხადის ფორმა 1. განმცხადებელი 2. წარმომადგენელი დასახელება სახელი მისამართი ტელეფონი ქალაქი ელ-ფოსტა 3. განმცხადებლის საიდენტიფიკაციო ნომერი 4. პირველი რეგისტრაცია □  რეგისტრაციის ცვლილება □ ნარჩენების მართვის კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ დაგვირეგისტრიროთ ქვემოთ მოცემული საქმიანობა: □ 5. ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება საქმიანობა მიმდინარე          □ ახალი         □ არასახიფათო ნარჩენები       □ სახიფათო ნარჩენები       □ □ 6. 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; ობიექტი მიმდინარე          □ ახალი        □ მაქსიმალური წარმადობა ტონა □ 7. არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება საქმიანობა მიმდინარე          □ ახალი       □ მაქსიმალური წარმადობა ტონა/წ □ 8. არანაკლებ 2 და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; ობიექტი მიმდინარე          □ ახალი          □ მაქსიმალური წარმადობა ტონა □ 9. ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება ობიექტი მიმდინარე          □ ახალი          □ მაქსიმალური წარმადობა ტონა/წ ეს საქმიანობა განხორციელდება მოცემულ მისამართზე მდებარე ობიექტზე/ობიექტიდან და მოიცავს ქვემოთ მოცემული ნარჩენების ჯგუფის ნარჩენების სახეობის მართვას 10. ობიექტის განსაზღვრა 11. წარმომადგენლი სახელი სახელი მისამართი ტელეფონი ქალაქი ელ-ფოსტა 12. ნარჩენების ძირითადი ჯგუფი კოდი დასახელება რეგისტრაციის განაცხადის ფორმის შევსების ინსტრუქცია რეგისტრაციის განაცხადის ფორმა ივსება რეგისტრაციის მომთხოვნი განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ. წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

1.განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები,იურიდიული მისამართი.

2.განმცხადებლის წარმომადგენელი პირი.

3.განმცხადებლის საიდენტიფიკაციო კოდი.

4.იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი პირველად ახდენს საქმიანობის რეგისტრაციას, მონიშნეთ გრაფა „პირველადი რეგისტრაცია“. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს ცვლილებები შეაქვს რეგისტრირებულ საქმიანობაში მონიშნეთ გრაფა „რეგისტრაციის ცვლილება“.

5.მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს ნარჩენების შეგროვებას ან/და ტრანსპორტირებას. აღნიშნეთ ახალ საქმიანობას არეგისტრირებთ თუ - არსებულს. ახალი საქმიანობა არის საქმიანობა, რომელიც დაიწყო ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  შემდეგ.

6.მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს 50 ტ. მეტი არასახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობას ან/და ოპერირებას. აღნიშნეთ ახალ ობიექტს არეგისტრირებთ, თუ - არსებულს. ახალია ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  შემდეგ.

7.მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს არასახიფათო ნარჩენების წინასწარ დამუშავებას (დაშლა, სორტირება, დამსხვრევა, კომპაქტირება, პალეტირება, გაშრობა, დაქუცმაცება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა და სხვა). აღნიშნეთ ახალ საქმიანობას არეგისტრირებთ, თუ - მიმდინარეს. ახალია საქმიანობა, რომელიც დაიწყო ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  შემდეგ.

8.მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს 2 ტონაზე ნაკლები და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობას და ოპერირებას. აღნიშნეთ ახალ ობიექტს არეგისტრირებთ, თუ - არსებულს. ახალია ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  შემდეგ.

9.მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, თუ სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობას და ოპერირებას. აღნიშნეთ ახალ საქმიანობას არეგისტრირებთ, თუ - მიმდინარეს. ახალია საქმიანობა, რომელიც დაიწყო ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების  შემდეგ.

10.იმ ობიექტის მონაცემები, სადაც ხორციელდება ან განხორციელდება სარეგისტრაციო საქმიანობა.

11.იმ ობიექტის წარმომადგენელი პირი, სადაც ხორციელდება ან განხორციელდება სარეგისტრაციო საქმიანობა.

12.მიუთითეთ ძირითადი ნარჩენების ჯგუფი (ორნიშნა კოდი ნარჩენების ნუსხიდან), რომელთა მართვაც მოხდება რეგისტრირებულ ობიექტზე. ნებადართული ნარჩენების დეტალური სია თან უნდა დაერთოს  განაცხადს.

13.განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ნუსხა. დანართი 2. ინფორმაცია არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციისთვის 1. წინასწარი დამუშავების მიზნით მიღებული არასახიფათო ნარჩენები ნარჩენის კოდი ნარჩენის დასახელება რაოდენობა (ტ/წ) ნარჩენების წარმოშობა 2. წინასწარი დამუშავების პროცესი ობიექტის წარმადობა (ტ/წ) წინასწარი დამუშავების მეთოდი დანამატები (ტ/წ) 3. გარემოზე ზემოქმედება მანძილი უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მ) მანძილი უახლოესი დასახლებული ტერიტორიიდან (მ) მანძილი უახლოესი დაცული ტერიტორიიდან (მ) 4. არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების შემდეგ დარჩენილი საბოლოო (ნარჩენი) ნარჩენები ნარჩენის კოდი ნარჩენების დასახელება რაოდენობა (ტ/წ) არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის შევსების ინსტრუქცია 1. მიღებული ნარჩენები : ნარჩენების კოდი და ნარჩენების დასახელება უნდა ჩაიწეროს ნარჩენების ნუსხის შესაბამისად, მიღებული ნარჩენების თითოეული სახეობისთვის ცალ-ცალკე. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი დამუშავების პროცესს დაექვემდებარება ნარჩენების სხვა სახეობებიც, დაამატეთ ისინი ჩამონათვალში. წელიწადში წინასწარი დამუშავებისთვის მიღებული ნარჩენების რაოდენობა განისაზღვრება დაპროექტებული ობიექტის წარმადობის მიხედვით.

2.წინასწარი დამუშავების პროცესი: ჩაწერეთ წინასწარი დამუშავების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული წარმადობა. აღწერეთ წინასწარი დამუშავების მეთოდი. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი დამუშავების პროცესში ხდება ნარჩენებისთვის რაიმე სახის ქიმიური ნივთიერებების დამატება, ჩამოთვალეთ ისინი გრაფაში „დანამატები“ და მიუთითეთ წლიური სავარაუდო მოხმარება.

3.გარემოზე ზემოქმედება: წარმოადგინეთ ინფორმაცია უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მაგ. მდინარე, ტბა, ზღვა), დასახლებული ტერიტორიიდან (მაგ. ქალაქი, სოფელი, დასახლება) და დაცული ტერიტორიიდან (მაგ. სახელმწიფო ნაკრძალი, აღკვეთილი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი)  ადგილმდებარეობის დაშორების შესახებ . თუ დაშორება აღემატება 2 კმ-ს, მიუთითეთ “2 კმ-ზე მეტი”.

4.საბოლოო (ნარჩენი) ნარჩენები: იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი დამუშავების პროცესის შედეგად წარმოიქმნება რაიმე სახის ნარჩენები, ჩამოთვალეთ ასეთი ნარჩენების თითოეული სახეობა ცალ-ცალკე. ნარჩენების კოდი და ნარჩენების დასახელება იწერება ნარჩენების ნუსხის მიხედვით. საბოლოო ნარჩენების რაოდენობა გამოითვლება წინასწარი დამუშავების პროცესის მასალების ბალანსიდან. დანართი 3. ინფორმაცია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეგისტრაციისთვის გადამტვირთავი სადგურის წარმადობა (ტ/წ) გადამტვირთავი სადგურის კომპონენტები (მონიშნეთ გამოყენების შემთხვევაში):

15.ხელახალი დატვირთვა კომპაქტირებით                     □ 16. ხელახალი დატვირთვა კომპაქტირების გარეშე    □ 17. ასაწონი ხიდი                         □ 18. ნარჩენების დახარისხება                □ 19. რეციკლირებადი ნარჩენების საცავი   □ 20. სახიფათო ნარჩენების საცავი        □ 21. შენობა პერსონალისთვის  □ 22. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოფარეხი   □ სხვა      □ გარემოზე ზემოქმედება მანძილი უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მ) მანძილი უახლოესი დასახლებული ტერიტორიიდან (მ) მანძილი უახლოესი დაცული ტერიტორიიდან (მ) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის შევსების ინსტრუქცია გადამტვირთავი სადგურის წარმადობა მიუთითეთ პროექტის შესაბამისად. მონიშნეთ გადამტვირთავი სადგურის შესაბამისი კომპონენტები, რომლებიც უკვე გამოიყენება ან მომავალში იქნება გამოყენებული გადამტვირთავი სადგურის ოპერირებისას. თუ გადამტვირთავი სადგურის ოპერირებისას გამოყენებული იქნება სხვა კომპონენტები/ოპერაციები, მონიშნეთ გრაფა „სხვა“ და ჩამოთვალეთ ეს კომპონენტები/ოპერაციები. გარემოზე ზემოქმედება: წარმოადგინეთ ინფორმაცია დაშორების შესახებ უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტიდან (მაგ.. მდინარე, ტბა, ზღვა), დასახლებული ტერიტორიიდან (მაგ., ქალაქი, სოფელი, დასახლება) და დაცული ტერიტორიიდან (მაგ. სახელმწიფო ნაკრძალი, აღკვეთილი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი). თუ დაშორება აღემატება 2 კმ-ს, მიუთითეთ „2 კმ-ზე მეტი”.

მუხლები დასაწყისში