Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიგანმცხადებელი
ლექსიკონი

განმცხადებელი

კანონში განსაზღვრული 14 განმარტება

წყაროები:საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ · მუხლი 2მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ · მუხლი 4კონკურენციის შესახებ · მუხლი 3საზღვაო კოდექსი · მუხლი 78¹საზღვაო კოდექსი · მუხლი 78საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · მუხლი 1305⁷ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ · მუხლი 3საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · მუხლი 351⁷საქართველოს სარკინიგზო კოდექსი · მუხლი 2ნავთობისა და გაზის შესახებ · მუხლი 1საქართველოს საპატენტო კანონი · მუხლი 2დიზაინის შესახებ · მუხლი 2სასაქონლო ნიშნების შესახებ · მუხლი 2„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 2

გაერთიანება, აუცილებლობის შემთხვევაში − სახელმწიფო უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას; ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის ერთადერთი მწარმოებელი, რომლის წარმოების გეოგრაფიული არეალის მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ არეალის მეზობელი ტერიტორიის მახასიათებლებისგან ან რომლის მახასიათებლები განსხვავდება აღნიშნული არეალის მოსაზღვრე გეოგრაფიულ არეალში წარმოებული საქონლის მახასიათებლებისგან; თუ უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცულია, როგორც კოლექტიური ან სასერტიფიკაციო სასაქონლო ნიშანი, − ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელი

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

მუხლი 4

ნებისმიერი პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს მომხმარებლის უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის შესახებ, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ მის ინტერესს

კონკურენციის შესახებ

მუხლი 3

პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს

საზღვაო კოდექსი

მუხლი 78¹

ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სააგენტო კომპანია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ანგარიშგებას და პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებისთვის, აგრეთვე მისი სისწორისა და განახლებისთვის

საზღვაო კოდექსი

მუხლი 78

ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სააგენტო კომპანია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ანგარიშგებას და პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებისთვის, აგრეთვე მისი სისწორისა და განახლებისთვის

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 1305⁷

ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით/სარჩელით არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

მუხლი 3

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, სახელმწიფო ან მუნიციპალური საწარმო ან მუნიციპალიტეტის ასოციაცია (გაერთიანება), რომელთაც სურთ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 351⁷

ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც წარმოადგენს სარჩელს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 2

დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიიღოს მემანქანის მართვის მოწმობა ან მემანქანის სერტიფიკატი

ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 1

პირი, რომელიც სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით

საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 2

ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პატენტს ან მოწმობას ითხოვს

დიზაინის შესახებ

მუხლი 2

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს დიზაინის რეგისტრაციას

სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 2

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 2

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)