„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მუხლი 36. საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა
1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.
2. თუ სააგენტოსთვის ამ კანონის 35-ე მუხლში მითითებულ უწყებათა მიერ წარდგინების შეტანის გარეშე გახდება ცნობილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2381-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.365 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247
