მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 76². 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ბიუჯეტის 16%-ისა და ამ მუხლის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 იანვრამდე დარჩენილი დღეების რაოდენობის ნამრავლის 365-ზე განაყოფის ოდენობის თანხით. საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სათანადო ხელმძღვანელმა ორგანოებმა ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ განახორციელონ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ამ პუნქტით დადგენილი ოდენობის თანხით დაფინანსების უზრუნველსაყოფად და ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2023 წლის ბიუჯეტში სათანადო ცვლილების შესატანად.

2.საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 17%-ით. გამოყოფილი თანხა აღნიშნული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4025 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №73 · ძალაშია 2 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 იან. 2005 – 1 იან. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3356⁴6566¹35¹²3576³44¹114⁷4328432613676²
მითითებამნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №85 · ბოლოს შემოწმდა