ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 17. გეგმარების შემზღუდავი ზონები და მათი რეგლამენტები

რედაქცია №75

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გეგმარების შემზღუდავი ზონები სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებში აისახება უფლებრივი ზონირების რუკაში.

2.თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები განისაზღვრება განაშენიანების ძირითადი დებულებებით.

3.განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონის რეგლამენტები განისაზღვრება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობთი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის რეგლამენტები განისაზღვრება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5.ინფრასტრუქტურული ობიექტების დამცავი ან/და უსაფრთხოების ზონები/ზოლები და მათი რეგლამენტები განისაზღვრება შესაბამისი დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტებით. თავი IV ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განსაკუთრებული შემთხვევები და პირობები

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹382 (მე…5233632 (დ…23 (დ…24 (დ…28 (დ…1 (და…5 (და…17
მნიშვნელობით ახლოსქ. თბილისის მუნიციპალი…დედაქალაქის მიწათსარგე…ქალაქ თბილისის საზღვრე…ტერიტორიების გამოყენებ…კულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა