Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანორმატიული აქტების შესახებმუხლი 10

ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 10

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ნორმატიული აქტების შესახებ

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს: ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონით ან კანონით არის გათვალისწინებული; ბ) ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, ადამიანის იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები; გ) სამოქალაქო რეესტრში შესატანი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი; დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შექმნის პირობები და მათი საქმიანობის ზოგადი წესი; ე) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესი; ვ) საქართველოში მოქმედი გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა, ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი; ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სამართლებრივი სტატუსი; თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევის წესი; ი) სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, სასჯელ-აღსრულებითი კანონმდებლობა.

2.აქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს კანონით.

3.საქართველოს სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებები და სახელმწიფო კონტროლის უმაღლესი ორგანოები იქმნება საქართველოს კანონით.

4.საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები იქმნება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5.საქართველოს კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით . მისი მომზადების , მიღებისა და ამოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს კანონით „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ “, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით .

6.სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცება ხდება საქართველოს კანონით, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მისი მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით.

7.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მომზადება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისათვის დადგენილი წესით და იგი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 15 ივლ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 15 ივლ. 2004

    მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში კანონით მტკიცდება მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; მე-5 პუნქტში ბიუჯეტის მომზადება-მიღების წესის წყაროდ დასახელებული კანონი ახლა არის „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონი.

  2. 31 ივლ. 1997

    მე-10 მუხლის მე-5 პუნქტში ბიუჯეტის კანონის მიღების წესის წყაროებად დაემატა კანონი საბიუჯეტო სისტემის შესახებ და ამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება; დაემატა მე-7 პუნქტი რეგლამენტის მომზადებისა და მიღების წესზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 22 ოქტ. 2009 · №49

  • 2 ცვლილება · ბოლო 15 ივლ. 2004
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 8საქართველოს საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო
  • 10საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები
  • 7ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 3

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 20სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 3
  • 19

საქართველოს კონსტიტუცია

  • 54მთავრობა
  • 7ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 8აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 9აჭარის

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 18ბიუჯეტების შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3547319810720818910
მნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…საქართველოს მთავრობის …საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს კონსტიტუცი…ნორმატიული აქტების შეს…