Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 19

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 19

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები; ბ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე − დავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ; გ) პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი; დ) დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ; ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი; ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხი; ზ) საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი; თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხი; ი) დავა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე; კ) საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი; ლ) ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით; მ) საქართველოს კონსტიტუციის 59-ე−64-ე მუხლებთან ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი.

2.თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რათა ის ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების  ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საერთო სასამართლოს მიერ შეჩერებული საქმის წარმოების განახლებას იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური წარდგინებით არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმა აღარ წარმოადგენს შეჩერებულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/4/1648  – ვებგვერდი, 29.04.2022წ.

3.დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №475 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.182 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის ორგანულიკანონი №4628 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1017 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/4/1648  – ვებგვერდი, 29.04.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 29 აპრ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 ოქტ. 2025
  2. 28 დეკ. 2022
  3. 27 აპრ. 2022
  4. 10 აგვ. 2018
  5. 12 იან. 2017
  6. 1 ოქტ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  7. 12 იან. 2015
  8. 23 სექ. 2013

    19-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით სასამართლოს განსჯადი საკითხი გაფართოვდა: პრეზიდენტისა და სხვა დასახელებული პირების მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად ან/და მათ ქმედებებში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა.

  9. 25 მაი. 2011

    მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა ორი ახალი ქვეპუნქტი, „ლ“ და „მ“, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხებს აფართოებს; მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატა ცვლილების წყაროს მითითება.

  10. 6 ივლ. 2010
  11. 9 ნოე. 2009

    „დ“ ქვეპუნქტით საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი დავა გავრცელდა არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელ ნორმებზე და ამ ნორმებზე დაფუძნებულ ჩატარებულ ან ჩასატარებელ არჩევნებზე.

  12. 7 ნოე. 2008

    19-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ჩამონათვალიდან ამოღებულია გენერალური პროკურორი.

  13. 14 ივლ. 2008
  14. 16 დეკ. 2004

    19-ე მუხლის პირველ პუნქტში „ა“ ქვეპუნქტი მოიცავს საქართველოს მთავრობის აქტებს, ხოლო „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა ორი ახალი კატეგორია: „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები აჭარის სტატუსის კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით.

  15. 5 მარ. 2002

    მე-19 მუხლში განსჯადობის ჩამონათვალი გაფართოვდა (კონსტიტუციური შეთანხმება, პარლამენტის ნორმატიული დადგენილებები, აქტების მიღება-გამოქვეყნების წესი) და დაემატა საერთო სასამართლოს მიმართვის მე-2 პუნქტი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18³შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკონსტიტუციო სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ოქტ. 2025 · №38

  • 15 ცვლილება · ბოლო 17 ოქტ. 2025
  • ციტირებულია 18 მუხლი
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 21³მუხლი 23მუხლი 25მუხლი 26მუხლი 27³მუხლი 29მუხლი 31მუხლი 31¹მუხლი 31²მუხლი 34მუხლი 41¹მუხლი 41²მუხლი 41³მუხლი 41⁴მუხლი 42მუხლი 43მუხლი 44

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 33
  • 31¹
  • 34

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 139საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 222კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 88საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრება

რეფერენდუმის შესახებ

  • 28¹რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავის განხილვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
  • 59სასამართლო ხელისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 84საარჩევნო

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 21საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 10საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31¹342121³23252627³293131²41¹41²41³41⁴19
მითითებამნიშვნელობით ახლოსრაც უფრო ახლოსაა, მით უფრო ახლოა მნიშვნელობით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026