1.სერვიტუტი რეგისტრირდება სააღრიცხვო ბარათის შესაბამის განყოფილებაში. დაინტერესებული პირი წარუდგენს რეგისტრატორს სერვიტუტის შექმნის აქტს, რომელმაც უნდა მოიცვას: ა) სერვიტუტის არსი (ნატურა), სერვიტუტის მოქმედების პერიოდი, აგრეთვე პირობები და შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენენ მის ეფექტურობაზე; ბ) მიწის და სხვა უძრავი ქონება ან მისი ნაწილი, რომელსაც შეეხება ეს სერვიტუტი.
2.დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სერვიტუტი, უნდა დაერთოს საქმეს. იგი უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელიც აუცილებელია სერვიტუტის ადგილსამყოფლის ან განლაგების განსასაზღვრად.

